ალექსანდრე მოწერელია: ჩვენ წელს გვაქვს ძალიან მაღალი ეკონომიკური აქტივობა და შეგვიძლია ვიფიქროთ მეორე ეტაპზე – თხილის, როგორც კულტურის შემდგომ გაადგილებაზე და გაზრდილ მოსავალზე

“ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ალექსანდრე მოწერელიამ ზუგდიდში გამართულ ფესტივალზე „თხილობა 2020“ , ხთილის წლევანდელ უხვ მომავალზე ისაუბრა.
“ძალიან მნიშნელოვანია ის, რომ სახელმწიფოს დახმარებით და რა თქმა უნდა ფერმერების მონაწილოობით, წელს გვაქვს თხილის ძალიან კარგი მოსავალი, რაც ჩვენი მთავარი ამოცანა იყო. შესაბამისად, ჩვენ წელს გვაქვს ძალიან მაღალი ეკონომიკური აქტივობა და შეგვიძლია ვიფიქროთ მეორე ეტაპზე – თხილის, როგორც კულტურის შემდგომ გაადგილებაზე და გაზრდილ მოსავალზე, როგორც ერთეულ ჰექტარზე, ასევე მთლიან ტერიტორიაზე, რაც საშუალებას მოგვცემს მივიღოთ გაორმაგებული ან გასამმაგებული მოსავალი. პირველ ეტაპზე, ჩვენ უნდა მივაღწიოთ ქვეყანაში რეგულარულ 70 ტონა სტაბილურ მოსავალს, ეს არის ციფრებში 160 მილიონი დოლარი”- განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.
მსგავსი სიახლეები

ალექსანდრე მოწერელია – მეწარმეობის და სოფლის მეურნეობის განვითარება, ნიშნავს ოჯახებში გაზრდილ შემოსავალს და ეკონომიკის განვითარებას მუნიციპალიტეტში

პრემიერი: ეკონომიკაზე დგას ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, გვაქვს ძალიან კარგი ტენდენციები, მაღალი ეკონომიკური ზრდა, მთავარია, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ზრდის მაღალი ტემპი შევინარჩუნოთ


