ალექსანდრე მოწერელია : ჩვენი გუნდის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების სრულფასოვან განვითარებას

- „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მყოფ პირველ კურსელებს შეხვდა.
,,მოსასალმებელია, რომ ამ მუნიციპალიტეტიდან წელს ჩარიცხულ 146-ზე მეტ სტუდენტს შორის 30-მდე ახალგაზრდა ისწავლის სახელმწიფო დაფინანასებით. ჩვენ ძალ-ღონე არ დავიშურეთ იმისათვის, რომ ხელი შეგვეწყო ახალგაზრდებისთვის, გვერდში დავდგომოდით მათ ოჯახებს. ჩვენი გუნდის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნას, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებას და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში აქტიურ ჩართვას.” -განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებმა მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებაზე, ტურისტულ პოტენციალზე, პრობლემებსა და სამომავლოდ განსახორციელებელ გეგმებზეც ისაუბრეს.
მსგავსი სიახლეები

ალექსანდრე მოწერელია : ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი ქვეყნის განვითარება და ეკონომიკური გაძლიერებაა

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მიზანია გაიზარდოს ტურიზმის ინდუსტრია, მდგრადი განვითარება, ხელი შევუწყოთ ტურისტული ნაკადების დაბალანსებულ გადანაწილებას ჩვენი ქვეყნის ყველა რეგიონში, დაბასა თუ სოფელში


