ყოფილი თანაგუნდელების მორიგი დაპირისპირება – რა მოხდა ანაკლიაში?!

პოლიტიკური პარტია “ევროპული საქართველო” “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელს წინასაარჩევნო აგიტაციის ხელისშეშლაში ადანაშაულებს. როგორც “ევროპულ საქართველოში” აცხადებენ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნაციონალმა დეპუტატმა დათა შელიამ დავით ბაქრაძის მხარდამჭერებს პლაკატების გაკვრის საშუალება არ მისცა.
მათივე მტკიცებით, ეს “ნაციონალების” მიერ მოწყობილი მორიგი პროვოკაცია იყო.
“ჩვეულებრივად ვაკრავდით ანაკლიაში პლაკატებს დათა შელიას კერძო საკუთრების წინ, შემდეგ მოვიდა დათას ძმა და პლაკატების გაკვრის საშუალება არ მოგვცა. მერე დათაც მოვიდა და ძირს დაყარა პლაკატები, “- აცხადებენ ევროპულ საქართველოში.
ზუგდიდის საკრებულოს წევრი ენმ-დან დათა შელია ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ დავით ბაქრაძის მხარდამჭერებს სურდათ პლაკატი მის კერძო საკუთრებაზე გაეკვრათ. მისივე მტკიცებით, ამის საშუალება მათ მისმა ძმამ არ მისცა.
“ხედავთ ანაკლიაში პლაკატები ყველგანაა გაკრული. ჩემს კერძო საკუთრების კედელზე არ მივეცი უფლება გაეკვრათ პლაკატები, “-აცხადებს დათა შელია.




