წითლიძე ახვლედიანს : შენ ხარ ნაძირალა, რომელმაც ფულის გამო გაყიდე გუნდი – ყოფილი თანაგუნდელების ღია დაპირისპირება

“შენ ხარ ნაძირალა.მოღალატე ნაძირალა, რომელმაც ფულის გამო გაყიდე გუნდი,”-ასე მიმართავს ზუგდიდის ენმს ფრაქციის თავმჯდომარე ანი წითლიძე ენმ-ს ყოფილ წევრს და პოლიტიკური გაერთიანება “ლელოს” სამეგრელოს რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელს ალექსანდრე ახვლედიანს სოციალურ ქსელში.
“შენ ხარ ნაძირალა ალიკა მაგის შემდეგ რაც გააკეთე, მოღალატე ნაძირალა რომელმაც ფულის გამო გაყიდე გუნდი. ამიტომ ამას სულ შეგახსენებ და არც ასე გამოწკეპლილი შეიფერებ ვითომ არაფერიას. ნაძირალა კიდევ იმიტომ ხარ რომ ისევ ენმს მხარდამჭერების მოსყიდვას ცდილობ. ამიტომ ამას კიდევ ბევრჯერ შეგახსენებ და კიდევ შედეგებს იხილავთ. კი ჩუმად იყავი და საკუთარ ტყავს უფრთხილდებოდი და ხელფასს. თორემ ახლა ფასულობები გაკავშირებს ლელოსთან? როგორ აპრავებ “ღალატს” შეგახსენო? შენი სიტყვებით რომ ვთქვათ ლელოში მაჟორიტარობის კანდიდატობის შანსი გქონდა (რაც ენმში ვერ გექნებოდა) და ხელფასი – ეს არის შენი კრიტერიუმი და სიტყვები – ჰოდა ერთი სიტყვა გქვია შენ მოღალატე,”-წერს წითლიძე.
რაც შეეხება ახვლედიანს, წითლიძეს ურჩევს ხელისუფლებას მიხედოს და ენერგია მის დასამარცხებლად მიმართოს.
“შეგიძლია შენი რისხვა დაატეხო იმას ვისაც შენი განრისხებული კომენტარები მოსწონს. არსად არასოდეს არ დავმალულვარ , სულ ვაპროტესტებ მთელი ცხოვრება რაც არ მომწონს. ხოლო სად გავაპროტესტებ ჩემი საქმეა. შეურაცხყოფა შენთვის შეინახე, შენი შეფასებები არ არის ჩემთვის კრიტერიუმი… მე ვალი არავისი არამაქვს, მითუმეტეს თქვენი. ხელისუფლებას მიხედეთ და ენერგია მის დასამარცხებლად მიმართეთ. წარმატებები!,”-წერს ახვლედიანი.




