რუსმა ოკუპანტებმა სოფელ მუჟავადან სავარაუდოდ, სამი მოქალაქე გაიტაცეს

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ მუჟავადან სავარაუდოდ, სამი მოქალაქე გაიტაცეს.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, მათ შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.



