ლევან კაკავამ შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ აღნიშნული თანამდებობა დატოვა. ლევან კაკვა აღნიშნულ პოსტს 2019 წლიდან იკავებდა, მანამდე ის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო.
ლევან კაკავას ნაცვლად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, ირაკლი ბერაია დაინიშნა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
ამავე თემაზე:




