ირაკლი ბერაია შემოსავლების სამსახურის უფროსად დაინიშნა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, „შემოსავლების სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ირაკლი ბერაია დაინიშნა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
ამ დრომდე ირაკლი ბერაია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ხელმძღვანელობდა.
ირაკლი ბერაია დაიბადა 1976 წლის 23 ივლისს. ის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია.
ირაკლი ბერაია 2016–2025 წლებში იყო საქართველოს მე-9, მე-10 და მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი. იკავებდა იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას.
შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ თანამდებობა 16 ივნისს დატოვა. აღნიშნულ თანამდებობას იგი 2019 წლიდან იკავებდა.
ამავე თემაზე:




