ირაკლი ბერაია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ირაკლი ბერაია დაინიშნა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრველებს. მათივე ცნობით:
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის წარდგინებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის 2025 წლის 2 აპრილის ბრძანებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ირაკლი ბერაია დაინიშნა. ამ დრომდე, მას იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
ირაკლი ბერაია დაიბადა 1976 წლის 23 ივლისს.
1998 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი.
2016–2025 წლებში იყო საქართველოს მე-9, მე-10 და მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი. იყო ხობის მაჟორიტარი დეპუტატი.
პოლიტიკურ საქმიანობამდე მას წარმატებული კარიერა ჰქონდა საბანკო სექტორში.




