ახალგაზრდობის სააგენტო საგრანტო კონკურსს აცხადებს

ახალგაზრდობის სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს – სტუდენტური ინიციატივების მხარდაჭერა. საგრანტო პროექტის წარმოდგენის უფლება აქვს უმაღლესი ან/და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს, რომელიც საგრანტო პროექტის განხორციელების მიზნით, საინიციატივო ჯგუფში აერთიანებს არანაკლებ ხუთ სტუდენტს. ინფორმაციას ახალგაზრდობის სააგენტო ავრცელებს.
სტუდენტურმა საინიციატივო ჯგუფმა უნდა წარმოადგინოს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას პროექტში საგანმანათლებლო დაწესებულების როლის თაობაზე.
საგრანტო პროექტი შესაძლებელია მოიცავდეს შემდეგ თემატურ მიმართულებებს: ახალგაზრდებში მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა; ნაკლები შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების მხარდაჭერა და ინკლუზია; საგანმანათლებლო, შემეცნებითი და კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებების განხორციელება (მათ შორის, ახალგაზრდული ფესტივალები); სტუდენტური კლუბების/თვითმმართველობების გაძლიერება, თემატური ახალგაზრდული ღონისძიებების განხორციელება და სხვა.
კონკურსის საერთო ბიუჯეტია 240 000 ლარი. ერთი საგრანტო პროექტის მაქსიმალური დაფინანსება შეადგენს 15 000 ლარს.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2025 წლის 31 მარტიდან 25 აპრილის ჩათვლით, ელექტრონულ ფოსტაზე – grants-3@youthagency.gov.ge.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://emis188-my.sharepoint.com/…/EqQrun18CdhElBLxMpt…




