stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ახალი ამბებიდღის ამბებიმთავარი ამბები

პრემიერ-მინისტრმა ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი რევაზ სოხაძე სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა

25.04.2025 / 25 აპრილი 2025
პრემიერ-მინისტრმა ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი რევაზ სოხაძე სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი რევაზ სოხაძე სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი რევაზ სოხაძის მაღალ კვალიფიკაციას და ყოფილ მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ინფრასტრუქტურის სამინისტროს განსაკუთრებული მისია აქვს – ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც ნიშნავს ქვეყნის თვისებრივად გარდაქმნას. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, ბევრი რამ შეიცვალა და ამაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ბატონ ირაკლი ქარსელაძეს, რომელსაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო. რევაზ სოხაძე ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრია უკვე მრავალი წლის განმავლობაში, 2017 წლის შემდეგ იყო საკრებულოს წევრი, ურბანული კომისიის ხელმძღვანელი, შესაბამისად, უშუალო შეხება ჰქონდა იმ საკითხებთან, რომლებიც პირდაპირ არის დაკავშირებული ამ სამინისტროს საქმიანობასთან. გარდა ამისა, ბატონი რევაზი იყო სამგორის დეპუტატი და მისი ლიდერობით უამრავი რამ გაკეთდა სამგორის რაიონში.

ეს არის ერთი კარგი მაგალითი, რომელიც წარმოაჩენს იმას, თუ როგორი ენთუზიაზმით ემსახურება ბატონი რევაზი მთელი ამ წლების განმავლობაში ქვეყანას. დარწმუნებული ვარ, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც ის იქნება ძალიან წარმატებული ხელმძღვანელი და წარმატებით გააგრძელებს ყველა იმ საქმეს, რომლებიც დაწყებულია. წინ გვაქვს ძალიან დიდი ამოცანები, მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც ბოლომდე არის მისაყვანი, დასაწყები და ამ საქმეს სჭირდება ძლიერი ხელმძღვანელი, პროფესიონალი, კეთილსინდისიერი ადამიანი და ზუსტად ამ თვისებებით გამოირჩევა ბატონი რევაზი. მინდა, მას წარმატებები ვუსურვო მინისტრის პოზიციაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინფრასტრუქტურის ახალმა მინისტრმა რევაზ სოხაძემ ხაზი გაუსვა გუნდური მუშაობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მზად არის, სამინისტროს გუნდთან ერთად კიდევ უფრო აქტიურად განაგრძოს საქმიანობა დასახული ამოცანების შესასრულებლად.

„მინდა, პრემიერ-მინისტრს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო. ეს ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენი ამოცანაა, კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელოთ საქმიანობა, ის ამოცანები, რომლებიც არის დასახული, შევასრულოთ კეთილსინდისიერად და ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენი პრინციპი არის გუნდური მუშაობა და დარწმუნებული ვარ, ერთად ძალიან ბევრ მნიშვნელოვან და კარგ საქმეს გავაკეთებთ“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მთავრობის მეთაურს და სამინისტროს გუნდს მადლობა გადაუხადა ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ და ახალ მინისტრს წარმატებები უსურვა.

წინა პოსტი

ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან მიდის

შემდეგი პოსტი

პრემიერი: რევაზ სოხაძე ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც იქნება ძალიან წარმატებული ხელმძღვანელი, წინ გვაქვს ძალიან დიდი ამოცანები, მნიშვნელოვანი პროექტები და ამ საქმეს სჭირდება ძლიერი ხელმძღვანელი

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

გუბერნატორმა მარტვილის ახალი მერი თანამშრომლებს წარუდგინა

გუბერნატორმა მარტვილის ახალი მერი თანამშრომლებს წარუდგინა

წალენჯიხის ახალი მერი თანამშრომლებს სახელმწიფო რწმუნებულმა წარუდგინა

წალენჯიხის ახალი მერი თანამშრომლებს სახელმწიფო რწმუნებულმა წარუდგინა

ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ქარსელაძეს რევაზ სოხაძე შეცვლის

ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ქარსელაძეს რევაზ სოხაძე შეცვლის