stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ახალი ამბებიდღის ამბებიეკონომიკამთავარი ამბები

ლევან დავითაშვილი: ანაკლიის პორტის პროექტი ვითარდება დინამიურად, პოზიტიურად და მისი გაჩერების პერსპექტივა არ არსებობს

08.04.2025 / 8 აპრილი 2025
ლევან დავითაშვილი: ანაკლიის პორტის პროექტი ვითარდება დინამიურად, პოზიტიურად და მისი გაჩერების პერსპექტივა არ არსებობს

„ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები რეალობისგან შორსაა – მიმდინარეობს ინვესტორის შერჩევის პროცესი და არავის არავისთვის არაფერი გადაუცია, ეს ერთი, მეორეც: ახალი პორტის განვითარების სტრუქტურაში, რაც ჩვენ შერჩევის პროცესში თავიდანვე განვსაზღვრეთ, სრულად არის გათვალისწინებული სახელმწიფო ინტერესები, აქედან გამომდინარე, რაიმე საფრთხეებსა თუ პოტენციურ საფრთხეებზე საუბარი, რომლებიც ამ განცხადებებშია, საფუძველს და აზრს აბსოლუტურად მოკლებულია“ – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა ამერიკელი კონგრესმენების მიერ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებული განცხადებების შეფასებისას.

ლევან დავითაშვილის თქმით, ეს განცხადებები კეთდება ისე, რომ არც საკმარისი ინფორმაციაა მოძიებული, არც ინფორმაციის შეფასება ხდება და ეს არის განცხადებები, რომლებიც არაფერს ეფუძნება და არაფერთან კავშირში არ არის.

„სრული ინფორმაცია აშშ-ის ელჩს მივაწოდეთ ჯერ კიდევ გასულ წელს, სამწუხაროა, რომ ამ პერიოდში მაინც კეთდებოდა არაზუსტი განცხადებები. ახლაც მივაწოდეთ სრული ინფორმაცია ელჩს, თუმცა, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად ასევე არის საკანონდებლო ხელისუფლება და ჩვენს მიერ ელჩისთვის ინფორმაციის გაზიარება არ ნიშნავს იმას, რომ ინფორმაცია მყისიერად ყველა პოლიტიკოსს გააჩნია, ასევე ყველა პოლიტიკოსს აქვს იგივე ან პროფესიონალური აღქმა ამ ყველაფრის. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ოფიციალურმა სტრუქტურებმა მიიღონ სწორი ინფორმაცია და მათ ობიექტურად და პროფესიონალურად შეაფასონ ეს“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ლევან დავითაშვილის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია ჩვენი ეკონომიკური განვითარებისთვის.

„ქვეყნის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რომ ჩვენი სატრანზიტო-სატრანსპორტო ფუნქცია გავზარდოთ – შუა დერეფნის განვითარება როგორც ჩვენი, ისე საერთაშორისო პარტნიორების ინტერესშია და აქ შეიძლება თანხვედრა იყოს ძალიან დიდი. აქედან გამომდინარე, ცხადია, უნდა იყოს სრული გარკვეულობა და როგორც აღვნიშნე, აშშ-ის საელჩოს გააჩნია სრული ინფორმაცია პორტის პროექტთან დაკავშირებით, რომ აქ არანაირ საფრთხეზე არ შეიძლება საუბარი, პირიქით, ეს არის ინტერესები საქართველოსთვის, სამხრეთ-აღმოსავლეთ და ცენტრალური აზიის, ევროპის ქვეყნებისთვის, ამერიკისთვის და ასე შემდეგ. ეს არის პროექტი, სადაც ყველას ინტერესის რეალიზება შეიძლება მოხდეს, თუმცა, უპირველესად, პროექტში გათვალისწინებული იქნება საქართველოს ინტერესები, ჩვენ დავიცავთ ჩვენი კანონმდებლობით განსაზღვრულ წესებს, პრინციპებს, პრიორიტეტებს და ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს ინტერესებს ეწინააღმდეგება“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ეკონომიკის მინისტრი კერძო ინვესტორის შერჩევის მიმდინარე პროცესსაც შეეხო. მისი განმარტებით, ეს არის გრძელვადიანი პროცესი, რადგან ფინალისტი კომპანიის – ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმისგან მიღებულ წინადადებებთან დაკავშირებით კომისიას ჰქონდა კითხვები, მიმდინარეობს მათი დაზუსტება და სხვადასხვა საკითხების გარკვევა – საუბარია ძალიან კომპლექსურ, ათასობითგვერდიან დოკუმენტზე, რომელიც მოიცავს ძალიან ბევრ ტექნიკურ და კომერციულ ასპექტს, შესაბამისად, მიმდინარეობს ამ დოკუმენტის შესწავლა კონსულტანტებთან ერთად და კომუნიკაცია პრეტენდენტთან. ეკონომიკის მინისტრის თქმით, რამდენჯერმე იყო თხოვნა ვადების გადაწევის შესახებ, რადგან თითოეული დაზუსტების პერიოდში კომპანიას სჭირდება დამაზუსტებელი ინფორმაციის მომზადება და წარმოდგენა, აქედან გამომდინარე, მათ მიცემული აქვთ დამატებითი ვადა და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება იმის მიხედვით, თუ პრეტენდენტისგან წარმოდგენილი საბოლოო წინადადებები რამდენად შესაბამისობაში იქნება წინასწარ არსებულ მოთხოვნებთან.

„კერძო პარტნიორის შერჩევა არ არის მარტივი პროცესი, ჩვენი მოლოდინი იყო ძალიან რეალისტური და ამაზე საუბრობდნენ ჩვენი გამოცდილი კონსულტანტებიც, ძირითადად ჰოლანდიური კომპანია, რომელიც არის საზღვაო-საკონსულტაციო საექსპერტო ბიურო, ჩვენ ამიტომ დავიწყეთ პორტის განვითარებისა და მშენებლობის პარალელური პროცესი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო იმისთვის, რომ დროში არ გვქონდეს დაგვიანება, პარალელურად ვქმნიდეთ ინფრასტრუქტურას და ასევე, იმ შემთხვევაში, თუ შევარჩევთ პარტნიორს, ეს მოხდეს მაქსიმალური პასუხისმგებლობით და ხარისხიანად, რადგან ერთია, შეარჩიო, გამოავლინო პარტნიორი და მერე მნიშვნელოვანია, თუ რა პირობებით იმუშავებს ეს პარტნიორი სახელმწიფოსთან ერთად“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური პროექტი გახდა პოლიტიკური სპეკულაციის საგანი და დიდი პოლიტიკის ობიექტივში მოექცა, ანაკლიის პორტის პროექტი ვითარდება დინამიურად, პოზიტიურად და მთავრობას აქვს ადეკვატური მოლოდინები, მათ შორის, ვადებთან მიმართებაში.

„ვფიქრობთ, რომ 2028 წელი, რაც იყო გაცხადებული, არის ის ვადა, როცა პორტი შეძლებს ამოქმედებას, ეს არის მრავალფაზიანი განვითარების პროცესი და ის წარიმართება წარმატებით. სამშენებლო პარტნიორი შერჩეული გვყავს, მშენებლობის პროცესი მიდის ინტენსიურად და პროექტი ხორციელდება იმის მიუხედავად, გვეყოლება თუ არა კერძო პარტნიორი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის თქმით, პროექტი უნდა განხორციელდეს, ეს არის დაპირება მოსახლეობის წინაშე და სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიიღო.

„სახელმწიფომ უკვე აიღო ვალდებულება, ინვესტირება დაწყებულია პროექტში და მისი გაჩერების პერსპექტივა არ არსებობს. ეს იქნება მდგრადი პროექტი, რადგან ჩვენ ყველანაირი შესწავლა გვაქვს გაკეთებული. ეს იქნება სახელმწიფო პროექტი ან სახელმწიფოსა და კერძო პარტნიორის მიერ ერთობლივად განხორციელებული პროექტი – ყველა ვარიანტში, იქნება წარმატებით განხორციელებული, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი. შესაბამისად, ძალიან დიდი ფოკუსი იმაზე, თუ ვინ იქნება კერძო პარტნიორი, ცოტა გადამეტებულია, რადგან ამ შემთხვევაში, ჩვენ არ ვსაუბრობთ, ზოგადად, ჩინეთის და ამერიკის კონკურენციაზე, ეს აბსოლუტურად სხვა საკითხია – ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს კონკრეტულ ინტერესებზე, სადაც გვაქვს კონკრეტული ეკონომიკური ამოცანები და ამ ამოცანებში ჯდება თანამშრომლობა ყველა პარტნიორთან, მათ შორის, ჩინეთთან, აშშ-სთან, ევროპასთან და მეზობელ ქვეყნებთან“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

წინა პოსტი

ზურა სიჭინავა: ანაკლიის პორტში საზღვაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

შემდეგი პოსტი

ფოთის მერმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ლევან დავითაშვილი – ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საარბიტრაჟო დავა არ ეხება პროექტს – ამ კუთხით გადაწყვეტილებებს არ დაველოდებით და პროექტის სწრაფად განხორციელებას დავიწყებთ

ლევან დავითაშვილი – ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საარბიტრაჟო დავა არ ეხება პროექტს – ამ კუთხით გადაწყვეტილებებს არ დაველოდებით და პროექტის სწრაფად განხორციელებას დავიწყებთ

მეუფე სტეფანე: არ ვიცი, ვინ რას ურჩევს და უბრძანებს, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი ქართველი ხალხის დაკვეთით არ მოქმედებს და მისი განცხადებები საქართველოს ინტერესებიდან არ გამომდინარეობს

მეუფე სტეფანე: არ ვიცი, ვინ რას ურჩევს და უბრძანებს, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი ქართველი ხალხის დაკვეთით არ მოქმედებს და მისი განცხადებები საქართველოს ინტერესებიდან არ გამომდინარეობს

ლევან დავითაშვილი: ანაკლიის პორტის მშენებელი პარტნიორი ხვალ გამოვლინდება

ლევან დავითაშვილი: ანაკლიის პორტის მშენებელი პარტნიორი ხვალ გამოვლინდება