თეთრი სახლი იმედგაცრუებულია უკრაინის მხრიდან რიტორიკის ესკალაციის გამო

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, მაიკ უოლცმა განაცხადა, რომ გაუთავებელი და დამანგრეველი ომების ეპოქა ყველა მხრიდან სიკვდილითა და ნგრევით დასრულდა.
მაიკ უოლცის თქმით, პრეზიდენტმა ტრამპმა მკფიოდ განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებას აპირებს და რომ ყველა მხარე დაინტერესებული უნდა იყოს ამით.
„ვფიქრობ, იმედგაცრუება მართლაც გაჩნდა ბოლო კვირის განმავლობაში რიტორიკის ამ უცნაური ესკალაციის გამო, რომელიც თან ახლდა იმის პრეზენტაციას, რაც ჩვენ აბსოლუტურ შესაძლებლობად მივიჩნევთ, კერძოდ, აშშ-ის ინვესტიცია უკრაინის ინფრასტრუქტურაში“, – აღნიშნა მან.
უოლცმა დასძინა, რომ ტრამპი ორიენტირებულია საბრძოლო მოქმედებების დასრულებაზე, ცეცხლის შეწყვეტასა და უფრო ფართო შეთანხმების მიღწევაზე.
„ჩვენ ვუყურებთ იმ დახმარებას, რომელსაც ევროპელები აწვდიან [უკრაინას] და ხშირად ეს სესხების სახით არის. ის ანაზღაურდება ჩამორთმეულ რუსულ აქტივებზე დარიცხული პროცენტით. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ამერიკელი გადასახადის გადამხდელი იმსახურებს თავისი ინვესტიციის დიდი ნაწილის დაბრუნებას. ეს ყველაფერი უკრაინისათვის შესაძლებლობაა. ამის ნაცვლად, ჩვენ გვქონდა ესკალაციის რიტორიკა და წინააღმდეგობა და პრეზიდენტი არ აპირებს ამის მოთმენას“, – დასძინა მან.




