“ნაწყენი ვიყავი ხელფასის დაგვიანების გამო”- ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები და პრესკონფერენციით დადასტურებული ინფორმაცია ენმ-ს მხრიდან

25 აპრილს გავრცელდა ინფრომაცია იმასთან დაკავშირებით, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა. 66-ე უბნის კოორდინატორი გოგა ზუხბაია და ედემ თოდუა აცხადებდნენ, რომ მათ ენმ-ს ერთერთი ლიდერი კობა ნაყოფია ხელფასს დაპირდა, თუმცა ნაყოფიამ კოორდინატორები ამუშავა და ხელფასები არ გადაუხადა.
აღნიშნული ინფრომაცია ერთხმად უარყვეს ენმს ლიდერებმა, მათ შორის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა. როგორც კობა ნაყოფია აცხადებდა ის თანხას არავის დაპირებია და შესაბამისად ენმ არცერთ მხარდამჭერს არ დაუტოვებია.
“ეს ინფორმაცია არის ტყუილი. ფეიკ ნიუსია. არ ვადასტურებთ. არცერთი მათგანი არ იყო ჩვენი მხარდამჭერი და წევრი.”
დღეს ენმ-ს ერთერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც თქვა რომ ედემ თოდუაზე განხორციელდა ზეწოლა და სწორედ ზეწოლის შედეგად გააკეთა თოდუამ განცხადება. თავად, თოდუამ კი ზეწოლის შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურა და მედიასთან განაცხადა რომ ის ენმ-დან განაწყენებული იყო რადგან ხელფასები დაუგვიანდათ და სწორედ ამიტომ გააკეთა აღნიშნული განცხადება 25 აპრილს. ”
განაწყენებული ვიყავი და ამიტომ ვთქვი.არ ვიცი რა დამემართა,”-განაცხადა თოდუამ.




