“განაწყენებული ვიყავი ხელფასის გამო, ამიტომ ვთქვი რომ ენმ დავტოვე ” – თოდუამ ენმს წევრობა ენმს პარტიის ოფისში დაადასტურა

“განაწყენებული ვიყავი და ხელფასი რომ დამიგვიანეს ამიტომ ვთქვი.არ ვიცი რა დამემართა,”-ამის შესახებ ედემ თოდუამ დღეს ენმს პრესკონფერენციაზე განაცხადა და ლევან ბეჟაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება ზეწოლასთან დაკავშირებით უარყო.
“ვიყავი განაწყენებული. ხელფასის გამო და ამიტომ ვთქვი. ჩემთან მოვიდა გოგა ზუხბაია და რადგან შტაბში ვმუშაობდი და ხელფასი არ მომცეს ნაწყენი ვიყავი,ზეწოლა ჩემზე არავის არ განუხორციელებია,”-განაცხადა თოდუამ.
ცნობისთვის, 25 აპრილს გავრცელდა ინფრომაცია იმასთან დაკავშირებით, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა. 66-ე უბნის კოორდინატორი გოგა ზუხბაია და ედემ თოდუა აცხადებდნენ, რომ მათ ენმ-ს ერთერთი ლიდერი კობა ნაყოფია ხელფასს დაპირდა, თუმცა ნაყოფიამ კოორდინატორები ამუშავა და ხელფასები არ გადაუხადა.
აღნიშნული ინფრომაცია ერთხმად უარყვეს ენმს ლიდერებმა, მათ შორის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა. როგორც კობა ნაყოფია აცხადებდა ის თანხას არავის დაპირებია და შესაბამისად ენმ არცერთ მხარდამჭერს არ დაუტოვებია. “ეს ინფორმაცია არის ტყუილი. ფეიკ ნიუსია. არ ვადასტურებთ. არცერთი მათგანი არ იყო ჩვენი მხარდამჭერი და წევრი.”




