სახელმწიფო მინისტრის აპარატი ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მათ ახლობლებს უსამძიმრებს

სახელმწიფო მინისტრის აპარატი ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მათ ახლობლებს უსამძიმრებს.
„სახელმწიფო მინისტრის აპარატი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც საცხოვრებელ სახლში გაჩენილმა ხანძარმა ხუთი მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მათ ახლობლებს, თანადგომას ვუცხადებთ და ვიზიარებთ ამ უმძიმესი დანაკარგის განუზომელ ტკივილსა და უდიდეს ტრაგედიას“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძარს 5 მცირეწლოვანი ემსხვერპლა. შემთხვევა, გალის რაიონის სოფელ საბერიოში, დღეს დილით მოხდა.
მსგავსი სიახლეები

პატრიარქი: დიდია ჩვენი მწუხარება სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა. აღვავლენთ ლოცვებს ემილიას, ანა-მარიას, ელენეს, ნიასა და სოფიოს უკვდავ სულთათვის

გურიაში მომხდარი ტრაგედიის გამო მესტიასა და წალენჯიხაში დაგეგმილი კონცერტები გადაიდო


