გურიაში მომხდარი ტრაგედიის გამო მესტიასა და წალენჯიხაში დაგეგმილი კონცერტები გადაიდო

გურიაში მომხდარი ტრაგედიის გამო მესტიასა და წალენჯიხაში დაგეგმილი კონცერტები გადაიდო, ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
,,სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი გუგუჩია და რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ გურიაში დატრიალებული ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებენ სტიქიის შედეგად, გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა, ახლობლებს, გურიის რეგიონსა და სრულიად საქართველოს.
გაცნობებთ, რომ გურიაში განვითარებული მოვლენების გამო, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 9 სექტემბერს, მესტიაში და 10 სექტემბერს წალენჯიხაში, დაგეგმილი ,,მუსიკალური საღამოები” არ გაიმართება.” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
მსგავსი სიახლეები

სახელმწიფო მინისტრის აპარატი ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მათ ახლობლებს უსამძიმრებს

პატრიარქი: დიდია ჩვენი მწუხარება სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა. აღვავლენთ ლოცვებს ემილიას, ანა-მარიას, ელენეს, ნიასა და სოფიოს უკვდავ სულთათვის


