ჭაქვინჯში ერთი ოჯახის ევაკუაცია მოხდა

ძლიერმა წვიმამ და წყალმოვარდნებმა სოფელ ჭაქვინძში ერემაძეების უბანში ბაჩუკი ერემაძის საკარმიდამო ნაკვეთის დამეწყვრა გამოიწვია. მოხდა ოჯახის ევაკუაცია. მეწყერი საცხოვრებელ სახლამდეა მოსული. მეწყერმა პრობლემა შეუქმნა უბანთან დამაკავშირებელ გზასაც.
ადგილზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგრნლები. ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ქალაქის ზოგიერთ ქუჩაზეც, რამაც რამდენიმე სახლის დატბორვა გამოიწვია. საგენგებო რეჟიმში მუშაობენ ზუგდიდის მერიის მუნიციპალური სამსახურები.

მსგავსი სიახლეები
![ზუგდიდში კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა [ფოტო]](https://api.stv.ge/uploads/2018/10/43567136_552319865218023_2349022175161221120_n.jpg)
ზუგდიდში კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა [ფოტო]

ზურაბ ქადაგიძე: ნეტა რა მოხდა გუშინ, პირო-ტექნიკას და ასაფეთქებლებს არავინ ისროდა?! შესაბამისად, ძალოვნებთან დაპირისპირებაც არ მომხდარა, არც ერთი მშვიდობიანი მანიფესტანტი არ დაუკავებიათ


