stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ახალი ამბებიდღის ამბებიმთავარი ამბებიპოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის წერილზე: რაც შეეხება ფარულობის და ე.წ. გაჟონვის საკითხს, წერილში მსგავსი რამ საერთოდ არ არის ნახსენები. ძირითადი ჩარჩო-შეფასება არის საკმაოდ პოზიტიური

02.12.2024 / 2 დეკემბერი 2024
მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის წერილზე: რაც შეეხება ფარულობის და ე.წ. გაჟონვის საკითხს, წერილში მსგავსი რამ საერთოდ არ არის ნახსენები. ძირითადი ჩარჩო-შეფასება არის საკმაოდ პოზიტიური

რაც შეეხება ფარულობის და ე.წ. გაჟონვის საკითხს, წერილში მსგავსი რამ საერთოდ არ არის ნახსენები. ძირითადი ჩარჩო-შეფასება არის საკმაოდ პოზიტიური, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „დღის ქრონიკაში“ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის პასკალ ალიზარდის წერილის შესახებ.

მინისტრმა ისაუბრა წერილის მნიშვნელობის შესახებ და აღნიშნა, რომ წერილში ასახულია საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში გამოვლენილი როგორც ძლიერი მხარეები, ისე გამოწვევები. 

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი მისია იყო, რომელიც რეალურად აკვირდებოდა არჩევნების ჩატარების დღეს არჩევნების მიმდინარეობას და უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის დამკვირვებელი იყო ამ მისიის მონაწილე, ვინც საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდა. შესაბამისად, მათი დაკვირვება არის ის საფუძველი, რომელიც უკვე აისახება ეუთო/ოდირის დასკვნაში. 

სწორედ ამას შეეხება ბატონი პასკალ ალიზარდის წერილი, თუ როგორ უნდა ვითანამშრომლოთ მომავალში. ის ხაზს უსვამს იმ ძლიერ მხარეებს, რაც იყო საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის დამახასიათებელი, ასევე იმ გამოწვევებს, რომელიც არსებობდა არჩევნების მიმდინარეობის პროცესში. 

ამ წინასწარი შეფასებების საფუძველზე მომზადდება უფრო ღრმა ანალიზი, რომელსაც ჩვენ წარმოგვიდგენს მოგვიანებით ეუთო/ოდირი და სწორედ ამაზეა საუბარი, თუ როგორ უნდა ვითანამშრომლოთ შემდგომ უკვე საქართველოს ხელისუფლებამ – მთავრობამ, პარლამენტმა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან იმისათვის, რომ ის შენიშვნები, რაც იქნება ასახული ამ დასკვნებში და ძლიერი მხარეებიც, იყოს შემდგომი მუშაობისთვის გათვალისწინებული“, – განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ წინა არჩევნების შემდგომაც პარლამენტში იყო შესაბამისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუშაობდა იმ დროისათვის წარმოდგენილი რეკომენდაციების საკითხზე და რომლებიც მნიშვნელოვნად აისახა კანონმდებლობაში. 

„რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან არის მზაობა, ეს თანამშრომლობა გაგრძელდეს ეუთოსთან, შესაბამის ორგანიზაციებთან იმისათვის, რომ თუ საჭირო იქნება შემდგომ მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე თუ რეკომენდაციების შესრულების კუთხით ნაბიჯების გადადგმაზე, ეს ყველაფერი იყოს გათვალისწინებული. 

რაც შეეხება ფარულობის და ე.წ. გაჟონვის საკითხს, წერილში მსგავსი რამ საერთოდ არ არის ნახსენები. არის გარკვეული წუხილები გამოხატული ქალთა უფრო ნაკლებ წარმომადგენლობაზე, საარჩევნო პროცესში სხვადასხვა საკითხზე, თუმცა, ძირითადი ჩარჩო-შეფასება არის საკმაოდ პოზიტიური. რაც მთავარი არის არჩევნების ჩატარებისთვის, რომ გარემო იყო კონკურენტუნარიანი და საარჩევნო სუბიექტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, თავისუფლად ეწარმოებინათ საარჩევნო კამპანია“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

წინა პოსტი

პრემიერი: „ნაცმაიდნის“ მოწყობის მცდელობები ფინანსდება უცხოეთიდან, გაუმჭვირვალედ. ამიტომ უპირისპირდებოდნენ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, თუმცა ვერც გაუმჭვირვალედ და ვერც გამჭვირვალედ „ნაცმაიდანი“ საქართველოში ვერ მოეწყობა

შემდეგი პოსტი

ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი პასკალ ალიზარდი მაკა ბოჭორიშვილს: პარლამენტის ახალი მოწვევის პირველი სესიის შემდეგ, მოგმართავთ მომავალ საქმიანობასა და ჩვენს თანამშრომლობაში წვლილის შეტანის მიზნით

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი პასკალ ალიზარდი მაკა ბოჭორიშვილს: პარლამენტის ახალი მოწვევის პირველი სესიის შემდეგ, მოგმართავთ მომავალ საქმიანობასა და ჩვენს თანამშრომლობაში წვლილის შეტანის მიზნით

ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი პასკალ ალიზარდი მაკა ბოჭორიშვილს: პარლამენტის ახალი მოწვევის პირველი სესიის შემდეგ, მოგმართავთ მომავალ საქმიანობასა და ჩვენს თანამშრომლობაში წვლილის შეტანის მიზნით

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი და ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თანამდებობებიდან გადადგნენ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი და ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თანამდებობებიდან გადადგნენ

Nokia ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში „მეგაფონთან“ არ ითანამშრომლებს

Nokia ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში „მეგაფონთან“ არ ითანამშრომლებს