stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ახალი ამბებიდღის ამბებიმთავარი ამბებიპოლიტიკა

ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი პასკალ ალიზარდი მაკა ბოჭორიშვილს: პარლამენტის ახალი მოწვევის პირველი სესიის შემდეგ, მოგმართავთ მომავალ საქმიანობასა და ჩვენს თანამშრომლობაში წვლილის შეტანის მიზნით

02.12.2024 / 2 დეკემბერი 2024
ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი პასკალ ალიზარდი მაკა ბოჭორიშვილს: პარლამენტის ახალი მოწვევის პირველი სესიის შემდეგ, მოგმართავთ მომავალ საქმიანობასა და ჩვენს თანამშრომლობაში წვლილის შეტანის მიზნით

ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის სახელით, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი პასკალ ალიზარდი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს წერილს უგზავნის, რომელშიც საუბარია მომავალი საქმიანობისა და თანამშრომლობის შესახებ.

ალიზარდი აღნიშნავს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებმა ფართო არჩევანი შესთავაზა ამომრჩევლებს, ხოლო ტექნიკური თვალსაზრისით, პროცესი კარგად იყო ორგანიზებული, აქვე აღნიშნავს, რომ კანდიდატების რიტორიკა პოლარიზებული იყო.

წერილში ასევე ნათქვამია, რომ ეუთოს მოსაზრებები მნიშვნელოვანია, ვინაიდან, საქართველო აგრძელებს პოლიტიკურ პროცესებს და მუშაობს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე. 


“პარლამენტის ახალი მოწვევის პირველი სესიის შემდეგ, მოგმართავთ მომავალ საქმიანობასა და ჩვენს თანამშრომლობაში წვლილის შეტანის მიზნით. 

როგორც თქვენთვის ცნობილია, მქონდა პატივი სპეციალურ კოორდინატორად და ხელმძღვანელად მემსახურა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიისთვის, რომელიც საქართველოს უახლესი საპარლამენტო არჩევნების დროს. ხსენებულმა მისიამ საარჩევნო პროცესის დაკვირვება და შეფასება დაისახა მიზნად, რათა ხელი შეეწყო მის გამჭვირვალობასა და სანდოობას, ისე როგორც ეს მთელს ეუთო-ს რეგიონში ხდება ჩვეულებისამებრ. 

სადამკვირვებლო მისიის წინასწარი დასკვნები წარმოაჩენდა როგორც საარჩევნო პროცესის ძლიერ მხარეებს, ისე გამოწვევებს. არჩევნებმა ფართო არჩევანი შესთავაზა ამომრჩევლებს, ხოლო ტექნიკური თვალსაზრისით – კარგად იყო პროცესი ორგანიზებული. ზოგადად, კანდიდატებს თავისუფლად შეეძლოთ საარჩევნო კამპანიის ჩატარება, თუმცა მათი რიტორიკა ძალიან დაპირისპირებული და პოლარიზებული იყო. ასევე, როგორც თქვენ შეამჩნიეთ ჩვენს ერთობლივ წინასწარ დასკვნებში, ჩვენ ასევე გამოვყავით რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. ეს საკითხები მოიცავდა ამომრჩეველზე ზეწოლის, ფინანსური დისბალანსის გამო შექმნილ არათანაბარ პირობებს, პარტიულ სიებში ქალთა არასაკმარის რაოდენობას და სხვა გამოწვევებს. ერთ-ერთი საკითხი, რომელიც განსაკუთრებით იყო საყურადღებო, ეხებოდა ახლად-მიღებულ კანონს და მის გავლენას ფუნდამენტურ თავისუფლებებზე და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაზე. 

ჩვენი მიგნებები, რომლებიც ყოველთვის კომპლექსურად უნდა იყოს გათვალისწინებული, ხაზს უსვამს ძირითადი მიმართულებების მოგვარების მნიშვნელობას, რათა გაძლიერდეს საზოგადოებრივი ნდობა და დემოკრატიული სტანდარტები. სამომავლო პერსპექტივაში მჯერა, რომ საქართველოს მთავრობა და პარლამენტი სათანადო ყურადღებას მიაქცევენ ჩვენს მიგნებებსა და რეკომენდაციებს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის მასშტაბით რეფორმების დღის წესრიგისა და საზოგადოებრივი ნდობის ზრდას. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, გულითადად მოგიწოდებთ თქვენ და თქვენს კოლეგებს დეტალურად შეისწავლოთ ჩვენი წინასწარი ანგარიში პარლამენტში და მჭიდროდ ითანამშრომლოთ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების სამსახურთან (ODIHR), როდესაც საბოლოო ანგარიში გამოქვეყნდება. ხსენებული დოკუმენტი უზრუნველყოფს ყოვლისმომცველ ანალიზსა და კონკრეტულ რეკომენდაციებს, რომლებიც მტკიცე საფუძველს შექმნიან ამ მოწვევის პარლამენტის ფარგლებში შესაბამისი საარჩევნო რეფორმების დასასახად. ეს მოსაზრებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო აგრძელებს პოლიტიკურ პროცესებს და მუშაობს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე. 

გამოვლენილი გამოწვევების ფონზე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა მზად არის ჩაერთოს და დაეხმაროს საქართველოს ამ საკითხების გადაჭრაში. ჩვენი საერთო მიზანია თქვენი ქვეყნის მხარდაჭერა, რათა გაძლიერდეს დემოკრატიული მმართველობა და სამართლის უზენაესობა, განვითარდეს ინსტიტუციები და შეიქმნას ინკლუზიური, გამჭვირვალე და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემაზე დაფუძნებული გარემო. 

გთხოვთ მოგვმართოთ, როგორ კი მხარდაჭერა ან თანამშრომლობა დაგჭირდებათ ამ მიმართულებით. მოუთმენლად ველით გავხდეთ საქართველოს წინსვლის მოწმენი განგრძობადი დემოკრატიული მისწრაფებების კონსოლიდაციის პროცესში”, – აღნიშნულია პასკალ ალიზარდის წერილში.

წინა პოსტი

მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის წერილზე: რაც შეეხება ფარულობის და ე.წ. გაჟონვის საკითხს, წერილში მსგავსი რამ საერთოდ არ არის ნახსენები. ძირითადი ჩარჩო-შეფასება არის საკმაოდ პოზიტიური

შემდეგი პოსტი

მაკა ბოჭორიშვილი: უპრეცედენტოდ დიდი ზეწოლა მიმდინარეობს ჩვენი სამინისტროს თანამშრომლებზე, საჯარო მოხელეებზე. მათ აიძულებენ, რომ რაღაც პოზიციები დააფიქსირონ საჯაროდ და ამით გახდნენ პოლიტიკური მანიპულაციების ობიექტები თუ სუბიექტები

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის წერილზე: რაც შეეხება ფარულობის და ე.წ. გაჟონვის საკითხს, წერილში მსგავსი რამ საერთოდ არ არის ნახსენები. ძირითადი ჩარჩო-შეფასება არის საკმაოდ პოზიტიური

მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის წერილზე: რაც შეეხება ფარულობის და ე.წ. გაჟონვის საკითხს, წერილში მსგავსი რამ საერთოდ არ არის ნახსენები. ძირითადი ჩარჩო-შეფასება არის საკმაოდ პოზიტიური

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მალხაზ თორიას შეხვდა

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მალხაზ თორიას შეხვდა

ალექსანდრე მოწერელია “ეუთოს” სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

ალექსანდრე მოწერელია “ეუთოს” სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა