ირაკლი კობახიძე: 37 000 მასწავლებელს ანაზღაურება გაეზრდება სულ მცირე 500 ლარით, მათ შორის, მასწავლებელთა გარკვეულ კატეგორიას – 800 ლარით

37 000 მასწავლებელს, რაც მასწავლებლების კონტინგენტის 70%-ია, ანაზღაურება გაეზრდება სულ მცირე 500 ლარით, მათ შორის, მასწავლებელთა გარკვეულ კატეგორიას შრომის ანაზღაურება გაეზრდება 800 ლარით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში რეფორმები გაგრძელდება როგორც ზოგადი, ასევე უმაღლესი განათლების ყველა სფეროში.
„ჯერ კიდევ შარშან დაანონსდა, რომ ამ წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება მასწავლებლების შრომის ანაზღაურების ახალი სქემა და საშუალო ზრდა იქნება 500 ლარი. ჩვენს საჯარო სკოლებში სულ არის 52 000 მასწავლებელი, აქედან 37 000 მასწავლებელს, რაც მასწავლებლების კონტინგენტის 70%-ია, ანაზღაურება გაეზრდება სულ მცირე 500 ლარით, მათ შორის, მასწავლებელთა გარკვეულ კატეგორიას შრომის ანაზღაურება გაეზრდება 800 ლარით და მეტით, დაახლოებით 25%-ს გაეზრდება ანაზღაურება სულ მცირე 300 ლარით. ყველა პედაგოგს სულ მცირე 200 ლარით გაეზრდება შრომის ანაზღაურება. ეს არის ანაზღაურების მნიშვნელოვანი ზრდა, რაც საბოლოო ჯამში, ბუნებრივია, დადებითად აისახება მთლიანად ზოგადი განათლების სისტემაზე, განათლების ხარისხზე ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ეს არის ერთი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას განათლების სისტემის შემდგომი განვითარების მიმართულებით და გაგრძელდება რეფორმების განხორციელება შემდეგი 4 წლის განმავლობაში. როგორც ზოგადი, ასევე უმაღლესი განათლების ყველა სფერო იქნება ჩვენი რეფორმების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება და პრიორიტეტი. პარალელურად, გაგრძელდება მუშაობა კარიერული ზრდის სისტემის დახვეწაზე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. იყო გარკვეული ნაკლოვანებები ამ მიმართულებით და მინისტრთან ერთად აქტიურად გავაგრძელებთ ამ თემებზე მუშაობას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე: 20 იანვრიდან მნიშვნელოვნად შეიცვლება მსოფლიოში ყველაფერი, მნიშვნელოვნად დამშვიდდება მათ შორის ჩვენი რეგიონი, ჩვენ ველოდებით აშშ-ში პრეზიდენტის ინაუგურაციას, ეს დადებითად უნდა აისახოს ჩვენს ქვეყანაზეც

ირაკლი კობახიძე: საჯარო სამსახურებში მომავალ წელსაც გაგრძელდება ხელფასების 10 %-იანი ზრდა, საბავშვო ბაღების, სახელოვნებო და სპორტული სკოლების პერსონალს კი, სტანდარტული ზრდის მიღმა, 1 იანვრიდან ხელფასი 100 ლარით გაეზრდება


