ფოთის მერი: „ჩვენ გავაგრძელებთ სპორტის ახალი სახეობების ჩამოყალიბებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას“

ფოთის საცურაო კომპლექსში ახალი სპორტული მიმართულებები-ცურვისა და წყალბურთის ჯგუფები ჩამოყალიბდა.
გუნდებს წვრთნებს, საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის მიერ სერტიფიცირებული მწვრთნელები ჩაუტარებენ, რომლებიც უზრუნველყოფენ პროფესიონალი სპორტსმენების აღზრდას და კონკურენტუნარიანი გუნდების ჩამოყალიბებას.
აღსანიშნავია, რომ ჯგუფებში შესაძლებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიღება. მათ მოემსახურებიან სპეციალიზებული მწვრთნელები.
„ჩვენ გავაგრძელებთ სპორტის ახალი სახეობების ჩამოყალიბებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, რაც სპორტსმენებს მისცემს შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო ტურნირებზე“-განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

მსგავსი სიახლეები

ფოთის მერი: „ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ქალაქის იერსახის მოწესრიგებასა და გალამაზებაზე ზრუნვას“

ფოთის მერი: „ჩვენი გუნდი აგრძელებს სპორტის სხვადასხვა სახეობისა და სპორტსმენების მხარდაჭერას“


