დადიანი პროდაქშენი დღეიდან ბაზარზე Dadiani Group-ის სახელით იქნება წარმოდგენილი – რა ცვლილებებია კომპანიაში

„დადიანი პროდაქშენი“ ბაზარზე ოპერირებას ახალი სახელითა და განახლებული ბრენდინგით გააგრძელებს. კომპანია დღეიდან Dadiani Group-ის სახელით იქნება წარმოდგენილი.
კომპანიამ ერთი წლის წინ, ყველაფრი მხოლოდ ვიდეო და ფოტო მომსახურებით დაიწყო, შესაბამისად კომპანიის სახელსაც პროდაქშენი ამართლებდა, მაგრამ მას შემდეგ რაც მომხმარებლებს დამატებითი საჭიროებებიც აღმოაჩნდათ, ბრენდმა სერვისები განავითარა რათა უკეთ მორგებოდა სამიზნე აუდიტორიას.
როგორც კომპანიაში აცხადებენ Dadiani Group ბაზარზე სამი ძირითადი მომსახურებით იქნება წარმოდგენილი: ციფრული მომსახურებები, ვიდეო ფროდაქშენი, ღონისძიებების მართვა.
ციფრული მომსახურებები მოიცავს: ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის მომზადება, სოციალური მედია მენეჯმენტი, კონტენტის შექმნა, რეკლამირება ციფრულ არხებში, საიტის მომზადება, საიტის ადმინისტრირება, საიტის კონტენტის შექმნა/ატვირთვა, ვორდპრესის საიტის შექმნა, სთორების გადაღება/განთავსება, ფოტო გადაღება/დამუშავება
ვიდეო ფროდაქშენი მოიცავს: სტანდარტული კლიპი ნებისმიერი მიზნისთვის, სარეკლამო კლიპები მსახიობების მონაწილეობით, გრაფიკული/ანიმაციური კლიპები, სატელევიზიო მასალის მომზადება, მასალის მედიაში გავრცელება, რილსების/ტიკტოკის გადაღება
ღონისძიებების მართვა მოიცავს: ღონისძიების ორგანიზება, ადგილზე მხარდაჭერა, ქეითერინგი, განთავსების მომსახურება, ბეჭვდვითი მარკეტინგული მასალების მომზადება.



