სამეგრელოში არასრულწლოვანი გაუპატიურების მცდელობის საქმეზე დააკავეს

Სამეგრელოში, 8 წლის გოგოს გაუპატიურების მცდელობის გამო არასრულწლოვანი ბიჭი დააკავეს. Დანაშაულში ბრალდებული მე-11 კლასის მოსწავლეა. Შემთხვევა, რამდენიმე დღის წინ, სამეგრელოს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მოხდა.
Არსებული ინფორმაციით, ორივე არასრულწლოვანი პოლიციაში, მშობლების თანხლებით გამოიკითხა.
8 წლის მოზარდს კი ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა და მასთან ფსიქოლოგები მუშაობენ.
Დანაშაულში ბრალდებული პირი, პოლიციამ სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად, ცხელ კვალზე დააკავა.
stv-ის ინფორმაციით, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა და ბრალდებულ პირი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.




