სამეგრელოში, 15 წლის არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით მოზარდის მამიდაშვილი დააკავეს

- სამეგრელოს ერთერთ მუნიციპალიტეტში 15 წლის არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით მოზარდის მამიდაშვილი დააკავეს. გოგონას ნათესავების თქმით, აღნიშნული ფაქტის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც არასრულწლოვანმა გაუპატიურებასთან დაკავშირებით დეიდას უამბო.
მომხდართან დაკავშირებით, საქმეში ჩაერთო ამავე მუნიციპალიტეტის პოლიცია და არასრულწლოვანს ექსპერტიზაც ჩაუტარდა. როგორც კი ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი, გაუპატიურებაში ბრალდებული პირი დააკავეს.




