ლიაში მცხოვრებ ხერგიანებს ეტლი გადასცეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში მცხოვრებ ხერგიანების ოჯახს შშმ პირებისთვის განკუთვნილი ეტლი და ფულადი საჩუქარი გადაეცა. ინფორმაციას „ქართული ოცნების“ წალენჯიხის ორგანიზაცია ავრცელებს.
სოციალურად დაუცველ ოჯახს დახმარება ცენტრალური ხელისუფლების და წალენჯიხის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა გადასცეს.
აქციაში ჩართული იყო დასავლეთ საქართველოს მედიცინისა და პლასტიკური ქირურგიის ცენტრი სენამედი, მადლობას ვუხდით კომპანიას მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის.




