მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად ნიკოლოზ ტყემალაძე დაინიშნა

ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მათ შორის, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარკველაძე დაინიშნა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას ლევან ჟორჟოლიანი დაიკავებს, ხოლო მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურს ნიკოლოზ ტყემალაძე.
ნიკოლოზ ტყელამალძემ ამ თანამდებობაზე ლერი ბარნაბიშვილი ჩაანაცვლა.
„მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად ლევან ჟორჟოლიანი დაინიშნა, რომელიც იყო თბილისის საკრებულოს წევრი, იურიდიული კომისიის თავმჯდომარე დღემდე. მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა ბატონი ნიკოლოზ ტყემალაძე. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა ბატონი გიორგი ქაჯაია, ხოლო პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა ბატონი ზურაბ აბაშიძე“, – განაცხადა კობახიძემ.
ამავე თემაზე:




