მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრძანებით, ფინანსთა მინისტრის მოადგილედ ლერი ბარნაბიშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. აქამდე ლერი ბარნაბიშვილი მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მას ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის, 2015-2020 წლებში ეკავა ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა.
მსგავსი სიახლეები

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნიკა ტყემალაძე სახელმწიფო რწმუნებულებს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად ნიკოლოზ ტყემალაძე დაინიშნა


