ოთარ ქადარია: მნიშვნელოვანია, როდესაც მთავრობა განსაკუთრებულ მხარდაჭერას უცხადებს მომავალ თაობას

ქართული ოცნების ზუგდიდის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე და საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე, ოთარ ქადარია ახალგაზრდული პოლიტიკის ხედვის პრეზენტაციას აფასებს:
,,დღეს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ახალგაზრდული პოლიტიკის ხედვა წარადგინა.
ახალგაზრდებისთვის საინტერესო და სასარგებლო რეფორმის გატარება დაანონსდა! მნიშვნელოვანია, როდესაც მთავრობა განსაკუთრებულ მხარდაჭერას უცხადებს მომავალ თაობას და პასუხისმგებლობას იღებს მათ განათლებაზე, პროფესიულ ზრდასა და დასაქმებაზე” – აღნიშნა ქადარიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს განთლების მინისტრმა ახალგაზრდული პოლიტიკის ხედვა წარადგინა.



