რუსეთმა ნავთობის ექსპორტი დროებით აკრძალა, საქართველოში საწვავის ფასების ზრდას ელოდებიან

რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინმა 1-ლი მარტიდან ბენზინის ექსპორტის 6 თვით აკრძალვის შესახებ დადგენილება დაამტკიცა. ამის შესახებ სააგენტო RBC-ს ფედერაციის მთავრობასთან დაახლოებულმა წყარომ განუცხადა. ექსპორტის დროებითი აკრძალვა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში,“ ასევე, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებში, მონღოლეთსა და უზბეკეთში მიწოდების შეთანხმებულ მოცულობებზე არ ვრცელდება.
რუსეთი საქართველოსთვის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორია. შესაბამისად, ეს ცვლილება გარკვეულ გავლენას საქართველოში საწვავის ფასზეც იქონიებს. ნავთობიმპორტიორების ცნობით, მოსალოდნელია რომ ამ შეზღუდვის შემდეგ საქართველოში საწვავი 10-15 თეთრით გაძვირდება.




