აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი საწვავის ფასების გამო მოსკოვში ჩავა

ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის მაღალ ფასებს აპროტესტებენ, აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება კი 30 იანვარს ამ და სხვა საკითხების განსახილველად მოსკოვში მიდის. ამის შესახებ აქციის მონაწლეებთან საუბარში ე.წ. პირველმა ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრმა ჯანსუღ ნანბამ განაცხადა.
„მოგეხსენებათ, საწვავის პრობლემა ყველას აწუხებს, მათ შორის „ხელისუფლებასაც“. ეს უკვე მეორე შეხვედრაა პარლამენტის შენობაში აფხაზური საწვავის კომპანიების წარმომადგენლებისა და დეპუტატების მონაწილეობით. „რესპუბლიკის ხელისუფლება“ დგამს ყველა ნაბიჯს და შესაძლო ქმედებებს ამ საკითხის მოსაგვარებლად. ჩვენ არ ვრჩებით გულგრილები, ვცდილობთ მოვაგვაროთ შექმნილი ვითარება. სამშაბათს „პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან“ ერთად ვგეგმავთ ერთობლივ ვიზიტს მოსკოვში. ეს საკითხი, არანაკლებ მნიშვნელოვანი სამთავრობო საკითხებს შორის, განიხილება რუსეთის მაღალჩინოსნებთან“, – განაცხადა ნანბამ.




