აფხაზური მედიის ინფორმაციით ე.წ. თავდაცვის მინისტრმა საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობა შეამოწმა

ე.წ. აფხაზეთის თავდაცვის მინისტრი, გენერალ-პოლკოვნიკი ვლადიმერ ანუა სამხედრო ნაწილების, ქვედანაყოფებისა და საწყობების შემოწმებას ახორციელებს, ამის შესახებ ე.წ. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით სააგენტო „აფსნიპრესი“ იუწყება.
როგორც ე.წ. თვდაცვის სამინისტრო წერს: „შემოწმება ეხება სამხედრო ბანაკების მოწყობის, სამხედრო მოსამსახურეების ცხოვრებისა და ყოველდღიურობის, სამხედრო ნაწილებისა და ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობას.
ინსპექტირებაში ჩართული იყვნენ ე.წ. თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, „თავდაცვის სამინისტროსა“ და „შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დეპარტამენტების“, და „სამსახურების ხელმძღვანელები“ – ნათქვამია აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი და ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თანამდებობებიდან გადადგნენ

„უცხოურ აგენტებზე“ აფხაზური ე.წ. კანონპროექტი და რუსული კანონი 90-95%-ით ერთი და იგივეა – ჯემალ გამახარია


