ზუგდიდის ტექნოპარკიდან ნასამდე – TerraTech ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულია

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2023 წლის გამარჯვებულები გალა-დაჯილდოებაზე გამოვლინდნენ. ათასწლეულის გამოწვევის კონკურსის პირველი ადგილი და მთავარი პრიზი გუნდმა „TerraTech“ მოიპოვა.
გამარჯვებული გუნდის წევრები, აშშ- ს საელჩოს დაფინანსებით, ზაფხულში გაემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში ჩაერთვებიან. „TerraTech“ ზუგდიდის ტექნოპარკში შექმნილი სტარტაპია, სწორედ ტექნოპარკში მოხდა სტარტაპის გუნდის წევრების ფორმირება, იდეის დაბადება და შემუშავება.
„TerraTech“-მა გამარჯვება მაღაროელი რობოტისა და ჭკვიანი უნიფორმის შექმნისთვის მოიპოვა.
ათასწლეულის კონკურის ფარგლებში მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდებიც გამოავლინეს. კონკურსის პარტნიორმა ორგანიზაციებმა – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, ეროვნულმა ასტროფიზიკურმა ობსერვატორიამ, საქპატენტმა, ჯეოლაბმა, აკადემია „ლეტერატომ“ და კომპანია allmarket.ge-მ ფინალურ ეტაპზე გასული გუნდები პრიზებით დააჯილდოვეს.




