სოხუმში თევზის სუნია – ქარხნები დატვირთვას ვერ უძლებენ

ე.წ.აფხაზეთის ეკოლოგიის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე საველი ჭითანავა შავ ზღვაში ქაფშიას თევზაობასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა.
„გუშინ გამომიგზავნეს სოხუმის ყურეში დაწყობილი გემების ვიდეო. უნდა აღვნიშნო, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა უამინდობამდე. და მინდა აღვნიშნო, რომ ყურის ამ ნაწილში თევზაობა არ ხდება“, – განუცხადა ჭითანავამ Apsnypress-ის კორესპონდენტს.
მისივე თქმით, წელს, როგორც არასდროს, თევზაობისას დარღვევები ცოტაა. „500-მეტრიანი ზონის დარღვევის მხოლოდ ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ერთი – გუშინწინ და მეორე – დღეს. მიმდინარეობს გამოძიება“, – განაცხადა ჭითანავამ.
რაც შეეხება სოხუმში თევზის სუნს, როგორც ჭითანავა აცხადებს სუნი ქარს თევზის გადამამუშავებელი ქარხნიდან მოაქვს. „თქვენ გესმით, რომ საუბარია არა 1-2 კილოგრამზე, არამედ გადამუშავების გაცილებით დიდ მოცულობაზე. აქედან გამომდინარეობს სპეციფიკური სუნი. დამუშავების დროს თევზი გადის ფილტრებში. სამწუხაროდ, ისინი ყოველთვის ვერ უძლებენ დატვირთვას. ამასთან, ტოქსიკური აირები არ გამოიყოფა“, – განაცხადა ჭითანავამ.
მისივე თქმით, დღესვე, ე.წ. ეკოლოგიის სახელმწიფო კომიტეტის ინსპექტორებმა, ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, სოხუმის სამ თევზის გადამამუშავებელ ქარხანაში შემოწმება ჩაატარეს, რათა შეემოწმებინათ უარყოფითი კომპონენტების გამოყოფა.
ჭითანავა ასევე აცხადებს,რომ თევზაობა ხორციელდება მკაცრად ე.წ. მთავრობის მიერ დამტკიცებული კვოტების დაცვით. მან ასევე უარყო ჭორები იმის შესახებ, რომ ძვირფასი თევზის სახეობები ქაფშიას საფარქვეშ იჭერენ.
მსგავსი სიახლეები

დოდო აფრასიძე: ომეხი გაათრიეს ტალახში და ისე დახვრიტეს… ბეჭედს ვერ აძრობდნენ ცხედარს, თითი წააჭრეს… ყელსაბამს ვერ ხსნიდნენ, მკერდზე ფეხი დაადეს, ისე ამოგლიჯეს

ირაკლი კობახიძე: დღეს საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, შესაბამისად, დღეს, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, პრემიერს ვერავინ ვერსად ვერ დაიბარებს და ვერავითარ წამზომს ვერ ჩაურთავს


