„სპორტკომპლექს ბაიას“ ახალი მენეჯმენტი ჰყავს – გეგმები, განახლებული გარემო და სიურპრიზები მომხმარებელს [ინტერვიუ]
![„სპორტკომპლექს ბაიას“ ახალი მენეჯმენტი ჰყავს – გეგმები, განახლებული გარემო და სიურპრიზები მომხმარებელს [ინტერვიუ]](https://api.stv.ge/uploads/2023/12/სტვ-ბაია-960x540.jpg)
სპორტკომპლექსი ბაია ახალ ეტაპს იწყებს, კომპანიამ რებრენდინგი უკვე განახორციელა. განახლებული „ბაია“ მომხმარებელს ბევრ სიურპრიზს და სიახლეს ჰპირდება. დაგეგმილია კორპორატიული მიმართულებით შეთავაზებებიც. კომპანიის გეგმებზე და სიახლეებზე „ბაია სპორტკომპლექსის“ პიარ მენეჯერი ნინო ფიფია გვესაუბრება:
სპორტკომპლექსი ბაია ახალ ეტაპს იწყებს – რა გეგმები გაქვთ? და რა შეიცვალა თქვენთან?
– მოგესალმებით. მადლობას გიხდით თემით დაინტერესებისთვის. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მოგახსენებთ რომ, ჩვენი მრავალთვიანი მუშაობის და დაკვირვების შემდეგ მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილებები. სპორტკომპლექსი დეკემბრის თვიდან განახლებული მენეჯმენტითა და განახლებული ფასთა პოლიტიკით განაგრძობს მუშაობას, კომპანია იქნება მეტად ლოიალური და მომხმარებელზე მორგებული, რაც გულისხმობ იმას, რომ ჩვენთან მოსულ ადამიანს ყველაფერი კომფორტულ და ადაპტირებული გარემოში დახვდება.
რატომ გახდა აუცილებელი რებრენდინგი?
– ეს გულისხმობს იმას, რომ კომპანიაში არსებული სხვადასხვა მიმართულებები ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანდა, რაც მომხმარებლისთვის უფრო მარტივად აღსაქმელი და ხელსაყრელი…
რა მიმართულებებს აერთიანებს თქვენი სპორტკომპლექსი და რა გეგმები გაქვთ?
– ჩვენთან მოსულ მომხმარებელს, შესაძლებლობა აქვს დაკავდეს ფიტნესით, ცურვით, იოგით, საუნით და რაც უკვე მასშტაბურად ცნობილია, ფეხბურთით. ჩვენი კომპლექსი ერთადერთია რეგიონში თავისი მასშტაბითა და შესაძლებლობებით.
ფასების პოლიტიკა ახალ მენეჯმენტამდე იყო ძალიან განსხვავებული და მომხმარებლისთვის რთულად გასაგები თუ აპირებთ ამ მიმართულებით მუშაობას?
– მადლობას გიხდით საინტერესო კითხვისთვის. დიახ, ჩვენ ამაზეც ვიმსჯელეთ გადაწყვეტილება იქნა მიღებული ამგვარად ,თუ ადრე საათობრივი ფასების ცხრილი იყო და ადამიანს კონკრეტული დრო ჰქონდა ეს ყოველივე შეიცვალა და ახლა მას შეუძლია ჩვენი 3 პაკეტიდან აირჩიოს ერთ-ერთი და თვითონვე განსაზღვროს რა დროს, რომელ მოვა,რაც ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის, კონკრეტულად, მას შეუძლია აირჩიოს 8 ან 12 ვიზიტი, ან ულიმიტო თვის განმავლობაში. ფასთა პოლიტიკა ჩვენთან მეგობრული გახდა, რაც გულისხმობს, რომ მომხმარებელზე მორგებული და ხელმისაწვდომია. ეს ყოველივე ბაზრის კვლევებზე დაყრდნობით, ანუ, არსებული სპორტული დარბაზის და საცურაო აუზების ფასთან მიმართულებაში განისაზღვრა, რაც ბევრად ნაკლებია, საუბარია როგორც სპორტზე, ისე სპა მიმართულებებზე…
რა სიახლეების დანერგვას გეგმავს კომპანია?
– ჩვენთვის უმთავრესი ხარისხია, ამიტომაც ბაზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, მოწესრიგდა სპორტკომპლექსის გარე სივრცე, ასევე სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ფიტნეს სივრცეს და გავზარდეთ სივრცე. ჩვენ ახლა ვმუშაობთ ჯანსაღი კაფის გახსნაზე, რითაც ჩვენი მომხმარებელი და არა მარტო, არამედ გარე პირებიც ისარგებლებენ… ეს იქნება ინტეგრირებული სივრცე სადაც ადამიანს შეეძლება ივარჯიშოს სპორტით დაკავდეს, ჯანსაღი საკვები მიირთვას, მეგობრებბი ჩამოსხდნენ და განიტვირთონ, ამდენად ჩვენ სრულიად განახლებული გარემოში ველოდებთ ჩვენ მომხმარებელს.
სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას თუ გეგმავთ?
– მადლობას მოგახსენებთ ისევ და ისევ ძალიან საინტერესო და საყურადღებო კითხვისთვის. დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზეც ვიმსჯელეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ისარგებლებენ როგორც სოციალურად დაუცველი ოჯახები ისე მრავალშვილიანი ოჯახები ჩვენი სერვისებით, იყო ახალი მენეჯმენტის მხრიდანა მ საკითხზე ხაზგასმა, რომ ჩვენ აგვეღო სოციალური პასუხისმგებლობა და გარკვეული ჯგუფებისთვის შედგეთავაზებინა სხვადასხვა აქციები.
საახალწლო სიურპრიზს თუ უმზადებთ ზუგდიდელებს?
– ზუგდიდელებს და არამარტო, მათ, ჩვენ ძალიან ბევრ სიურპრიზს ვუმზადებთ ჩვვენს მეზობელ მუნიციპალიტეტებსაც. ჩვენ საახალწლოდ ძალიან ბევრ და საინტერესო ამბები გვექნება თანამოქალაქეებისთვის და უმჯობესი იქნება ყოველივე სიურპრიზად დავტოვოთ. იქნება გათამაშებები, ასევე წლის ყელაზე გრანდიოზული შეთავაზება, ასე რომ დაგველოდეთ.






