„ჩავიდეს წალენჯიხაში და დახვდება მისი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი, წალენჯიხის მერი” – ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილს მიმართავს

კოლექტიურ ნაცმოძრაობის კამპანიის გაგრძელებაა, სისულელეა ხელმოწერების შეგროვება იმ პირობებში, როდესაც ევროკომისიის დასკვნა არსებობს – აცხადებს ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ ზურაბიშვილის კამპანიაზე “შენი ხმას ევროპას”.
მან დღეს პრეზიდენტის იმ განცხადებას უპასუხა, სადაც სალომე ზურაბიშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა, რომ რეგიონებში ამ კამპანიის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობები არ მონაწილეობენ.
“ზოგადად, მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და ადგილობრივი თანამდებობის პირები არიან ჩვენი გუნდის წარმომადგენლები. მას შეუძლია ჩავიდეს წალენჯიხაში და დახვდება მისი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი, წალენჯიხის მერი. ჩვენი გუნდის წარმომადგენლები, რომ ნაცმოძრაობის წარმომადგენლებს არ ხვდებიან, ეს ხომ აბსოლუტურად ლოგიკურია….იაფფასიანი კოლექტიური ნაცმოძრაობის მორიგი კამპანიაა, რაშიც ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრები ვერ ჩაერთვებიან” ამბობს ირაკლი კობახიძე.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ჩვენი გზა არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირისკენ და ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია ევროკავშირის წევრობა

ირაკლი კობახიძე: ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს და ქართველი ხალხის მთავარი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტია


