stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ახალი ამბებიკულტურარეგიონი

ზუტნერის მშვიდობის პრემია ჟურნალისტ მამუკა ყუფარაძეს გადაეცა

16.11.2023 / 16 ნოემბერი 2023
ზუტნერის მშვიდობის პრემია ჟურნალისტ მამუკა ყუფარაძეს გადაეცა

,,ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის საერთაშორისო პრემია 2023 ჟურნალისტებისთვის“ გამარჯვებული მამუკა ყუფარაძე გახდა.

რიგით მეხუთე დაჯილდოების ცერემონია, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ნიკოსეული სასახლის საგამოფენო დარბაზში გაიმართა.

პრემიაზე 6 კანდიდატი იყო ნომინირებული. გამარჯვებული სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა.
მამუკა წოწერიამ ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა როგორც მონაწილეებს, ასევე ავსტრიის დელეგაციას.

„მინდა ყველა მონაწილეს მადლობა გადავუხადო და პროფესიულ ასპარეზზე ძალიან დიდი წარმატება ვუსურვო. წლევანდელი ღონისძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმით, რომ ესწრებოდა ავსტრიის პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტ კლაუდია არპას ხელმძღვანელობით. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და ევროპის ურთიერთობების მნიშვნელობას. ასევე, აღინიშნა, რომ საქართველომ გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე. ის რეფორმები, ის მიზანსწრაფვა ქართველი ხალხისა და ხელისუფლების აღიარებულ იქნა ევროკომისიის მიერ. ვიმედოვნებთ, რომ ეს ისტორიული შედეგი დეკემბერში გაფორმდება“ – აღნიშნა ზუგდიდის მერმა.

ღონისძიებას ავსტრიის საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტ კლაუდია არპას ხელმძღვანელობით სტუმრობდა.

“ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია” 2019 წელს, ზუგდიდელმა, ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრმა სალომე ადამიამ, ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით დააფუძნა.

პროექტს მეხუთე წელია მშვიდობის ინსტიტუტი პროგრესისთვის (PIP) ავსტრიის საელჩოსთან თანამშრომლობით, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის მხარდაჭერითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის პატრონაჟით ახორციელებს.

ღონისძიება მუსიკალურად მომღერალმა თამთა ცხვიტავამ გააფორმა.

ბერტა ფონ ზუტნერი პირველი ქალია, რომელიც ალფრედ ნობელის პრემიის ლაურეატი 1905 წელს გახდა. ავსტრიელი მწერალი სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელ დედოფალთან, ეკატერინე ჭავჭავაძესთან მეგობრობდა და ხუთი წლის მანძილზე ზუგდიდში ცხოვრობდა. ბერტა ფონ ზუტნერი იყო არა მხოლოდ წარმატებული ჟურნალისტი, არამედ ყველა დროის ერთ-ერთი პირველი ქალი პოლიტიკური ჟურნალისტი, რომელიც გარდა იმისა, რომ იყო თავისი იდეებისა და მშვიდობის გამორჩეული მებრძოლი, ასევე სამშვიდობო მოძრაობების ფუძემდებელი.

News image 1
News image 2
წინა პოსტი

ზუგდიდში ავსტრიის საპარლამენტო დელეგაცია იმყოფება

შემდეგი პოსტი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ ირაკლი ჩიქოვანი აირჩიეს

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ზუგდიდში ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია დაწესდა

ზუგდიდში ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია დაწესდა

ირაკლი ჩიქოვანი: მადლობა ზუგდიდის მოქმედ მერს მამუკა წოწერიას, მან ძალიან ბევრი იშრომა ამ მუნიციპალიტეტისთვის, მამუკა, არჩევნების შემდეგ საკრებულოში იქნება ჩვენი გუნდის ლიდერი

ირაკლი ჩიქოვანი: მადლობა ზუგდიდის მოქმედ მერს მამუკა წოწერიას, მან ძალიან ბევრი იშრომა ამ მუნიციპალიტეტისთვის, მამუკა, არჩევნების შემდეგ საკრებულოში იქნება ჩვენი გუნდის ლიდერი

მამუკა წოწერია იესპერ მოლერს შეხვდა

მამუკა წოწერია იესპერ მოლერს შეხვდა