ზუგდიდის ტექნოპარკში ინჟინერიის კვირეული Engineering Expo იწყება

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით ზუგდიდის ტექნოპარკში ინჟინერიის კვირეული Engineering Expo იწყება. ტექნოპარკში ღონისძიება 22-26 ნოემბერს ჩატარდება.
,,კვირეულის ფარგლებში შერჩეული 40 მონაწილე შეისწავლის ელექტრო და მექანიკური ინჟინერიის საწყისებს და მათი გამოყენების სფეროებს.
შექმნიან გარემოსადცვითი ინჟინერიის მიმართულებით ინოვაციურ პროექტებს და პროექტის ბოლოს ჩატარებულ კონკურსზე წარუდგენენ ჟიურის.
კვირეული ხორციელდება USAID/Georgia -ის ფინანსური მხარდაჭერით, ძლიერი სოფლის პროგრამის ფარგლებში” – ნათქვამია ტექნოპარკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე.




