ზუგდიდში საცხენოსნო ტურნირს პრეზიდენტი ესწრება

ზუგდიდში, სოფელ ოირემეში საცხენოსნო შეჯიბრი „ზუგდიდის თასი-2023“ იმართება. ცხენოსნობის ეროვნულ სახეობაში შეჯიბრში მონაწილეობას საცხენოსნო კლუბები მთელი საქართველოდან იღებენ. გამარჯვებულებს ფულადი პრიზები და საჩუქრები გადაეცათ.
გამარჯვებულებს ფულადი პრიზები და საჩუქრები გადაეცემათ. დოღი სამეგრელოში არსებული საცხენოსნო ტრადიციების აღდგენას ისახავს მიზნად.
ღონისძიების ორგანიზატორია საცხენოსნო კლუბი „ხარება“. შეჯიბრი საქართველოს ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციის, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ზუგდიდის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.
ღონისხიებად ადგილობრივი ხელისუგლების წარმონადგენლები ესწრებიან. დოღზე მოვიდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.




