„აწარმოე საქართველოში“ საგრანტო პროგრამების გამარჯვებულთა დაჯილდოება ზუგდიდში

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის 2023 წლის რაუნდის საგრანტო პროგრამების გამარჯვებულთა დაჯილდოება სამეგრელო-ზემო სავანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა. წელს პროგრამას ქვეყნის მასშტაბით, 1157 გამარჯვებული ჰყავს. აქედან 170 სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონიდან წარდგენილი პროექტია.
პროგრამა მიზნად ისახავს მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
პროგრამის ფარგლებში საგრანტო თანხის მაქსიმალური მოცულობა წელს 30 000 ლარით განისაზღვრა. პროგრამაში გამარჯვებული მეწარმეების თანამონაწილეობის თანხამ მოთხოვნილი გრანტის თანხის არანაკლებ 20% უნდა შეადგინოს, მაღალმთიან დასახლებებში კი არანაკლებ 10%.
არსებული ბენეფიციარის შემთხვევაში, ბენეფიციარის თანამონაწილეობის თანხამ მოთხოვნილი გრანტის თანხის არანაკლებ 50% უნდა შეადგინოს, მაღალმთიან დასახლებებში კი არანაკლებ 25%.
აწარმოე საქართველოს დირექტორის მოადგილემ ირაკლი გაბრიაძემ დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ ახლადგახსნილი რეგიონული ოფისის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
აწარმოე საქართველოს სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრი ზუგდიდში, კედიას ქუჩა #1-ში მდებარეობს.
გამართულ შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, მოადგილე დავით ვერავა და ზუგდიდის მერის მოადგილე მაიზერ ნანავა ესწრებოდნენ.
პროგრამის ფარგლებში 300-მდე ეკონომიკური საქმიანობა ფინანსდება.
2015 წლიდან 2022 წლის ჩათვლით, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 8 ათასზე მეტი პროექტი დაფინანსდა, ინვესტიციების რაოდენობა 116 მილიონს აჭარბებს, დასაქმებულთა რაოდენობა კი 21 000-ს სცდება.




