ზუგდიდში, სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ

შეწყდეს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ და დაუბრუნდეს თავის სამშობლოს. ამ მოთხოვნით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები ზუგდიდში ხელმოწერებს აგროვებენ.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა მხარდამჭერმა, ლევან კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ ზუგდიდში ხელმოწერების შეგროვება ერთი თვეა მიმდინარეობს. “ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობს, თბილისში, ზესტაფონში და ქუთაისში. მოთხოვნას ემიგრანტებიც უერთდებიან”.




