„ნაციონალებმა“ და „გახარიას პარტიამ“ სენაკში აუტიზმის კვლევების ჩატარება, ბაღების გათბობისთვის მასალის შესყიდვა და სხვა მუნიციპალური სერვისები შეაფერხეს

დღეს, სენაკის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, კვორუმის უქონლობის გამო ვერ შედგა, რადგან ფრაქციების ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ,,სენაკი საქართველოსთვის“ წევრებმა რეგისტრაცია არ გაიარეს. შესაბამისად მუნიციპალიტეტში შეფერხდა არაერთი მუნიციპალური სერვისისა და სიახლის განხორციელება, რასაც საკრებულოს თანხმობა სჭირდებოდა ამის შესახებ ინფორმაციას სენაკის საკრებულო ავრცელებს.
„სხდომაზე, უნდა განხილულიყო საკითხი, ,,სენაკის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის N13 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“, სადაც უნდა გაზრდილიყო ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობები, კერძოდ დამატებითი ღირებულების გადასახადი 312700 ლარით, შესაბამისად გაიზრდებოდა გადასახდელები.
სენაკის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილების შეტანის შემდეგ, გათვალისწინებული იყო შემდეგი ღონისძიებებისა და პროექტების განხორციელება:
ა(ა)იპ ,,ჯანმრთელობისა და განვითარების ცენტრში“ აუტიზმის დიაგნოზის საბოლოო დასმისთვის ADOS-ის კვლევის ჩატარება;
ბაგა-ბაღებისათვის 20 ტონა საწვავი მასალის (ბრიკეტი) შეძენა;
27 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნული დღის აღნიშვნა;
ა(ა)იპ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისათვის“ ბენეფიციართა სკრინინგისათვის (HCV-HIV-TB-C ჰეპატიტი, შიდსი, ტუბერკულიოზი) სუბსიდიის გამოყოფა;
,,ეგრისობის“ სახალხო დღესასწაულის გამართვა;
ა(ა)იპ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანებაში“ კიკბოქსინგის სახეობის დამატება;
ა(ა)იპ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანებაში“ არსებული საკალათბურთო გუნდისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფა;
ა(ა)იპ ,,ხელოვნების ცენტრისთვის“ ინვენტარის შეძენა;
ა(ა)იპ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრში“ ამორტიზებული კარების შეცვლა;
კეთილმოწყობის ღონისძიებების პროგრამა.“ – ნათქვამია საკრებულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მსგავსი სიახლეები

ჩხოროწყუში “ნაციონალებმა” და გახარიას პარტიამ ერთმანეთი ბიულეტენების სხვადასხვა ფიგურების შემოხაზვით დააზღვიეს – თუმცა უშედეგოდ

სენაკში ნარკოდანაშაულისთვის და საბრძოლო მასალის შენახვა-ტარებისთვის 1 პირი დააკავეს


