stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ახალი ამბები

პრემიერი – ჩვენს ისტორიაში არაერთი ადამიანია, რომელთა ღვაწლი, ჩვენი სამშობლოსთვის თავდადება უფრო მეტ აღიარებასა და დაფასებას იმსახურებს, მათ შორისაც, განსაკუთრებულია ღირსი ალექსი სენაკელი (შუშანია)

30.09.2023 / 30 სექტემბერი 2023
პრემიერი – ჩვენს ისტორიაში არაერთი ადამიანია, რომელთა ღვაწლი, ჩვენი სამშობლოსთვის თავდადება უფრო მეტ აღიარებასა და დაფასებას იმსახურებს, მათ შორისაც, განსაკუთრებულია ღირსი ალექსი სენაკელი (შუშანია)

ჩვენს ისტორიაში არაერთი ადამიანია, რომელთა ღვაწლი, ჩვენი სამშობლოსთვის თავდადება უფრო მეტ აღიარებასა დადაფასებას იმსახურებს, მათ შორისაც, განსაკუთრებულია ღირსი ალექსი სენაკელი (შუშანია), – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარობაშვილმა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში განაცხადა, სადაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს წიგნის წარდგენას დაესწრო.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ღირსი ალექსის მოღვაწეობა XIX საუკუნის მეორე ნახევარს მოიცავს. იმ პერიოდს, როდესაც განსაკუთრებით გაძლიერდა ცარიზმის რუსიფიკაციის პოლიტიკა; ქართული ენის შეზღუდვა, მათ შორის ეკლესიებში; ზოგადად, ეროვნული ფასეულობების წინააღმდეგ ბრძოლა.

„მოგესალმებით მეუფე შიო, მივესალმები მეუფეებს, სასულიერო დასის წევრებს, ძვირფას საზოგადოებას. მეუფე შიო, მინდა დაგიდასტუროთ ჩემი პატივისცემა და მადლიერება გამოვხატო თქვენდამი, რომ პატივი დამდეთ და თქვენი ნაშრომის საზოგადოებისთვის წარდგენაზე მომიწვიეთ. ჩვენს ისტორიაში არაერთი ადამიანია, რომელთა ღვაწლი, ჩვენი სამშობლოსთვის თავდადება უფრო მეტ აღიარებასა და დაფასებას იმსახურებს; მათ შორისაც, განსაკუთრებულია ღირსი ალექსი სენაკელი (შუშანია) – გამოჩენილი სასულიერო მოღვაწე და საეკლესიო მწერალი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ჩვენს ქვეყანაში სულიერების შენარჩუნებაში, სამონასტრო ცხოვრების განვითარებაში, ქართული ენისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის საქმეში.

ღირსი ალექსის მოღვაწეობა XIX საუკუნის მეორე ნახევარს მოიცავს, იმ პერიოდს, როდესაც განსაკუთრებით გაძლიერდა ცარიზმის რუსიფიკაციის პოლიტიკა; ქართული ენის შეზღუდვა – მათ შორის ეკლესიებში; ზოგადად, ეროვნული ფასეულობების წინააღმდეგ ბრძოლა. როგორც ჩვენ მოვისმინეთ მეუფე შიოსგან, ღირსმა ალექსიმ თავისი ცხოვრება სწორედ ეროვნული და საეკლესიო ფასეულობების დაცვას მიუძღვნა; მისი ღვაწლი არაერთი მამულიშვილისათვის იქცა მისაბაძ მაგალითად და ჩვენ ამის არაერთი მაგალითი მოვისმინეთ ახლა.

მოხარული ვარ, რომ მეუფე შიოს ეს მეცნიერული ნაშრომი ჩვენს თანამედროვეებს უკეთ გააცნობს ჩვენი ისტორიის ამ დრამატულ პერიოდს და მისი ერთ-ერთი გამორჩეული მოღვაწის – მამა ალექსი სენაკელის უდიდეს დამსახურებას ჩვენი ქვეყნის წინაშე.

მეუფე შიო, კიდევ ერთხელ გილოცავთ თქვენი შრომის ამ მნიშვნელოვან შედეგს, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ და გისურვებთ წარმატებებს”, – განაცხადა პრემიერმა.


მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ და ქუთათელ გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა. წიგნის სახელწოდებაა „ღირსი ალექსი სენაკელი ( შუშანია)”, რომელიც ეძღვნება ღირსი ალექსი სენაკელის გარდაცვალებიდან 100 წლისთავს.


„წიგნი ასახავს XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გამორჩეული მოღვაწის, საეკლესიო მწერლის, ღირსი ალექსი სენაკელის ცხოვრებას. ალექსი სენაკელი 1852-1923 წლებში მოღვაწეობდა. მონოგრაფიაში შესწავლილია ღირსი მამის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ყველა სფერო; წიგნი მოიცავს ახლადმიკვლეულ საარქივო მასალას, რომელშიც ასახულია ღირსი მამის ცხოვრების მანამდე უცნობი დეტალები.


წიგნი გამოიცა კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და საპატრიარქოს ქართველოლოგიური კვლევის ცენტრის მხარდაჭერით.


წიგნი პროფესორმა ზაზა აბაშიძემ წარადგინა“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

News image 1
წინა პოსტი

სენაკის მერი გახარიას პარტიის ადგილობრივ წევრს არაკომპეტენტურობასა და სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს

შემდეგი პოსტი

სენაკის მერმა ახალი მოადგილეები წარადგინა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

პრემიერი: ასეთ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში ბატონი ბიძინას როლი გადამწყვეტია – მისი გადაწყვეტილება კიდევ უფრო გაამყარებს და გააძლიერებს ჩვენს გუნდს

პრემიერი: ასეთ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში ბატონი ბიძინას როლი გადამწყვეტია – მისი გადაწყვეტილება კიდევ უფრო გაამყარებს და გააძლიერებს ჩვენს გუნდს

ირაკლი ჩიქოვანი – ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო მეტი სიკეთე მოვუტანოთ ადგილობრივებს და უფრო კომფორტული გავხადოთ ჩვენი მუნიციპალიტეტი

ირაკლი ჩიქოვანი – ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო მეტი სიკეთე მოვუტანოთ ადგილობრივებს და უფრო კომფორტული გავხადოთ ჩვენი მუნიციპალიტეტი

პრემიერი: ჩემი ხედვა საქართველოსთან მიმართებით გულისხმობს მეტი კეთილდღეობის, განვითარებისა და წინსვლის, სწრაფი მოდერნიზაციისა და ტრანსფორმაციის უზრუნველყოფას ჩვენი ხალხისთვის

პრემიერი: ჩემი ხედვა საქართველოსთან მიმართებით გულისხმობს მეტი კეთილდღეობის, განვითარებისა და წინსვლის, სწრაფი მოდერნიზაციისა და ტრანსფორმაციის უზრუნველყოფას ჩვენი ხალხისთვის