სენაკის მერი გახარიას პარტიის ადგილობრივ წევრს არაკომპეტენტურობასა და სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს

სენაკის ადგილობრივი ხელისუფლების როლის დისკრედიტაციის მცდელობა – ასე აფასებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია გახარიას პარტიის წევრების ქმედებას, რომელიც უკვე ფასდება, როგორც უსაფუძვლო, არაკომპეტენტური და მიზანმინართული.
,უცვლელად გთავაზობთ პოსტს, სადაც მერი იმ პროექტებზე საუბრობს, რომელის განხორციელებაც 2 წლის განმავლობაში შეძლო:
,,მინდა გამოვეხმაურო სოციალურ ქსელში, გვერდიდან – ,,ჩვენი სენაკი”, პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა მიერ აგორებულ მორიგ დეზინფორმაციას იმის შესახებ, რომ, თითქოს, ,,ბოლო 2 წლის მანძილზე, თითქმის ყველა აღსანიშნავი პროექტის განხორციელებაში ადგილობრივი ხელისუფლების მონაწილეობა მინიმალურია ან სრულიად სულ სხვა უწყების ,,დამსახურებაა”:
მათ საყურადღებოდ, ვისაც ჩვენი მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს, ვისაც არ უნდა დაინახოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე სიახლეები და წინსვლა,
მათ მიერ დასმულ კითხვას, ,,სხვა რომელი აღსანიშნი პროექტი გახსენდებათ ბოლო ორი წლის განმავლობაში, რომელიც სენაკში გაკეთდა ან დაიგეგმა?”, ვპასუხობთ:
✔️პირველი – მიუხედავად მასშტაბებისა, ყველა პროექტი საჭირო და მნიშვნელოვანია.
პროექტები განხორციელდა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს და იგეგმება სწორედ მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე!
✔️მეორე – ბოლო ორი წლის მანძილზე, სწორედ ადგილობრივი ბიუჯეტით განვორციელეთ შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები:
✔️საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ქალაქად რეაბილიტაცია ჩავუტარეთ:
ჯორჯაძის,
მშვიდობის,
ვაჩნაძის,
აგარაკის,
ფურცელაძის,
თაყაიშვილის,
ჭავჭავაძის,
წერეთლის,
მთის კალთის,
შონიას,
ვახტანგ მეფის,
ყაზბეგის,
ჯიხას ქუჩებს;
ვაჩნაძის და აღმაშენებლის ქუჩების შემაერთებელ,
ყოფილი 139-ე პროფტექნიკური სასწავლებლიდან, ახალსოფლისკენ მიმავალ გზებს;
შოთა რუსთაველის მეორე ჩიხს;
⏺️ადმინისტრაციულ ერთეულებში –
ეკი-უშაფათის დამაკავშირებელ გზას;
ხორში-საჯიჯაოს დამაკავშირებელ გზას;
ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში –
ქვალონი-ზემო ჭალადიდის დამაკავშირებელ გზას;
ეკის ადმინისტრაციულ ერთეულში –
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – ეკის იოანე ნათლისმცემლის სახელობის სამონასტრო კომპლექსამდე მისასვლელ გზას;
ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში – საარჩაიო-ზედა სორტას დამაკავშირებელ გზას, სხივის ქუჩას, გზას – სოფელ კოტიანეთში, საარჩაიოს უბნის გზას;
ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში – საოდიშარიოს, საბოხუოს, საკილასონიოს უბანების გზებს;
მეორე ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში – საკირცხალიო-საკერძაიოს უბნის გზას;
უშაფათის ადმინისტრაციულ ერთეულში – თხილის საამქროსთან მისასვლელ გზას;
ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში – ტეხურის ხიდთან არსებულ და ლებაღათურეს უბნის გზებს;
მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულში – სალიპარტიოს უბნის და სოფელ საგაბესკირიოს გზებს;
ლეძაძამეს ადმინისტრაციულ ერთეულში – გზას – კვაუთის მიმართულებით;
ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულში – გზას – ხიდიდან სტადიონამდე.
✔️ასევე დავასრულეთ ქალაქის ქუჩების ორმული შეკეთების სამუშაოები.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან შევიძინეთ სპეცტექნიკა – ექსკავატორ-დამტვირთველი, JCB-ის მარკის მრავალფუნქციური ტრაქტორი და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი, 19 კუბური მეტრის ტევადობის ნაგავშემკრები მანქანა.
ტექნიკა სარგებლობაში სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრს გადავეცით.
ვაგრძელებთ ავტოპარკის განახლებას, რათა მუნიციპალიტეტი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, დიდთოვლობას თუ სტიქიურ მოვლენებს მომზადებული შეხვდეს.
✔️ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, რეაბილიტაცია ჩავუტარეთ მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრს; ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლას.
✔️სპორტული ინფრასტრუქტურის კუთხით:
მოვაწყვეთ ორი სპორტული მინი მოედანი – ვაჩნაძის ქუჩასა და ყოფილი მერვე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე;
ამ ეტაპზე, მშვიდობის ქუჩაზე, N4 ბაგა-ბაღის მიმდებარედ, ვახორციელებთ მინი სპორტული მოედნის მოწყობას;
🔜ვგეგმავთ – ქალაქის ცენტრალური სტადიონის ტერიტორიაზე, მინი სპორტული მოედნის მოწყობას.
✔️ასევე ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ხიდ-ბოგირების, სანიაღვრე სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციისა და მრავალბინიანი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის პროექტები განვახორციელეთ შემდეგ ლოკაციებზე:
სტალინის ქუჩაზე მოვაწყვეთ ორსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოები;
მშვიდობის N214-ში, რეაბილიტაცია ჩავუტარეთ საცხოვრებელი კორპუსის ფასადს და მოვაწყვეთ კორპუსის ეზო;
ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის
სოფელ კოტიანეთსა და თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის გოლასკურის უბანში, აღვადგინეთ ხიდ-ბოგირები;
თაყაიშვილის ქუჩაზე, ასევე – ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ისულაში, დავასრულეთ სანიაღვრე სისტემის მოწყობის პროექტები;
ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის ლეგოგიეს გზაზე მოვაწყვეთ დამცავი ბარიერები;
რუსთაველის ქუჩაზე არსებულ მრავალბინიან კორპუსში – წყალსადინარი;
რეაბილიტაცია ჩავუტარეთ სილოვან შამათავას და მშვიდობის ქუჩებზე – ნატოჩაოს უბანში, ასევე, მშვიდობის ქუჩის 56 და 58 სახლებს შორის არსებული ღელეების ჯებირებს.
✔️წლების მანძილზე არსებული სასმელი წყლის პრობლემა მოვაწესრიგეთ ნოქალაქევის საბავშვო ბაღში – მოვაწყვეთ ჭაბურღილი.
🔜ვგეგმავთ:
მენჯისა და თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი (რეკა-ბათარია) გზის მოასფალტებას, ჩიხებით;
ნოსირის ადმინიტრაციული ერთეულის საბესელიოს საუბნო გზის რეაბილიტაციას;
ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის ლესაჯაიეს უბანში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას;
უშაფათის და ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულებში, გზებზე, ცემენტო-ბეტონის საფარის მოწყობას;
ზანა-ეწერის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას;
გეჯეთის ადმინისტრაციული ერთეულიდან მარტვილის მუნიციპალიტეტის მიმართულებით არსებული გზის რეაბილიტაციას;
ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის ლეკირცხალიეს საუბნო გზის რეაბილიტაციას და მილხიდების მოწყობას;
ნოქალაქევის ადმინისტრაციული ერთეულის გახომელას უბანში გზის რეაბილიტაციას;
ცერცვაძის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობას;
ეკის ადმინისტრაციულ ერთეულში, იოანე ნათლისმცემლის ტაძრისკენ მიმავალ გზაზე, დამცავი ჯებირების მოწყობას;
რუსთაველის ქუჩის მიმდებარედ, ყოფილი კინო-თეატრ ,,რუსთაველის” წინ მდებარე ტერიტორიაზე არსებული სკვერის მოწყობა-რეაბილიტაციას;
ქალაქის სკვერების ინტერნეტიზაციას.
ცნობისთვის, ეს არასრული ჩამონათვალია იმ პროექტებისა, რომელიც სწორედ ბოლო 2 წლის მანძილზე, ჩვენმა გუნდმა, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განვახორციელეთ მიმდინარეობს და ვგეგმავთ.
მიუხედავად, ათასგვარი ცილისწამებისა და სიცრუისა, მოსახლეობის საკეთილდღეოდ, განახლებისა და წინსვლის პროცესი შეუქცევადი იქნება!!!“ წერს ვახტანგ გადელია ფეისბუქის ოფიციალურ გევრდზე.
შეგახსენებთ, რომ გახარიას პარტიიდან სენაკის საკრებულოს წევრი ედიშერ ბაღათურია, მის მიერ მართულ ფეისბუქის გვერდზე ,,ჩვენი სენაკი” წერს: ,,ბოლო 2 წლის მანძილზე, თითქმის ყველა აღსანიშნავი პროექტის განხორციელებაში ადგილობრივი ხელისუფლების მონაწილეობა მინიმალურია ან სრულიად სულ სხვა უწყების ,,დამსახურებაა”. ცნობისთვის ედიშერ ბაღათურია აქტიურად იყო ჩართული სენაკის საკრებულოს ე.წ. საბოტაჟირების პროცესში, რა დროსაც ხელოვნურად შექმნილი კრიზისის გამო 1 წლის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა საკრებულოს კომისიებისა და თავმჯდომარის არჩევა, რაც აფერხებდა მუნიციპალიტეტში მთელ რიგ პროცესებს.




