შეხვედრები ევროპელ ლიდრებთან – რას წერს ირაკლი ჩიქოვანი ევროპაში გამართულ შეხვედრებზე

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციის ფარგლებში ევროპელ ლიდერებთან გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით ფეისბუქის ოფიციალურ გევრდზე ინფორმაციას აქვეყნებს.
„ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და დელეგაციის წევრებთან ერთად ჩვენი ქვეყნის პარტნიორებს შევხვდით.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პია კაუმას საარჩევნო ცვლილებები გავაცანით და გამოვთქვით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირთან თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი. ვისაუბრეთ საქართველოში, ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და საქართველოს ევროკავშირის წევრობის ძალისხმევაზე.
ასევე ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან მარია ბურიჩთან. მიმოვიხილეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობა და ამ მიმართულებით შემდგომი ნაბიჯები. მარია ბურიჩს მივაწოდეთ ინფორმაცია ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე. ამ კონტექსტში ხაზი გავუსვი საქართველოს პარლამენტსა და ვენეციის კომისიას შორის პარტნიორობას, ასევე, ევროკავშირის მხრიდან პოზიტიური გადაწყვეტილების მნიშვნელობას.
ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარე ლაური ჰუსართან ორმხრივი ურთიერთობებისა და საქართველოს ევროკავშირში წევრობის დღის წესრიგი განვიხილეთ. მიმოვიხილეთ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროგრესი და შევაფასეთ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თბილისში განხორციელებული ვიზიტი. ლაური ჰუსარმა გამოხატა საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი სრული მხარდაჭერა.
ასევე შევხვდით იტალიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს ლორენცო ფონტანას. იტალიის პარლამენტის თავმჯდომარემ დადებითად შეაფასა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროგრესი და გამოთქვა საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების იმედი. მისი შეფასებით, იტალია მხარს დაუჭერს ამ პროცესს.
ვიზიტის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გავმართეთ ირლანდიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარესთან შონ ო’ფარელთან. მან საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი ირლანდიის მხარდაჭერა დაგვიდასტურა. ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე, პარლამენტებს შორის თანამშრომლობასა და პარტნიორობის შემდგომ ნაბიჯებზე.
ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა ფინეთის პარლამენტის ახლადარჩეულ თავმჯდომარესთან იუსი ჰალა-აჰოსთან. აღვნიშნეთ, რომ საქართველო მზად არის ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსის მისაღებად, რაშიც მივიღეთ ფინეთის მხარდაჭერის მზაობა.
შევხვდით თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს ნუმან კურტულმუშს. ვისაუბრეთ ორ პარლამენტს შორის კავშირებზე და მეგობრობის ჯგუფების დონეზე ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე. მიმოვიხილეთ ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა და სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობა.“ წერს ირაკლი ჩიქოვანი ფეისბუქის ოფიფიალურ გვერდზე.







მსგავსი სიახლეები

ირაკლი ჩიქოვანი ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში რამშტაინის ფორმატში გამართულ შეხვედრაში რებს მონაწილეობას

ირაკლი ჩიქოვანი: საქართველოს, როგორც მედიატორის როლი ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს გამყარდა


