კახა კალაძე: მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, ერთად მოვახერხებთ ერთმანეთის დაბრუნებას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას

15 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, ომი, რომელმაც დაგვაკარგვინა კიდევ უფრო მეტი ტერიტორია. ომის შედეგად დავკარგეთ უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე, ჩვენი გმირი ჯარისკაცები, პოლიციელები. ჩვენ ჩვენს მომავალ თაობებს, შვილებს უნდა ვუთხრათ და ბევრი ვესაუბროთ ამ გმირებზე, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლებს პატივი მიაგო.
„დღეს, ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც გვაქვს, ეს არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. შესაბამისად, ჩვენ არა მხოლოდ პასუხისმგებლობა, არამედ ვალდებულება გვაქვს, რომ მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, ტერიტორიების დაბრუნება. მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, ერთად მოვახერხებთ ერთმანეთის დაბრუნებას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“, – განაცხადა კალაძემ.
რუსეთ-საქართველოს ომიდან 15 წელი გავიდა. 400-ზე მეტი დაღუპული, 2000-მდე დაჭრილი და იძულებით გადაადგილებული 130 000 ადამიანი – ეს რუსული აგრესიის შედეგია.
მსგავსი სიახლეები

კახა კალაძე: მადლობელი ვარ ღმერთის, რომ გადამირჩინა შვილები. სტიქიამდე დატოვეს სასტუმრო, მაგრამ იქ რომ ყოფილიყვნენ, უნდა დაეტოვებინათ სამაშველო ღონისძიების დროს, არ უნდა ჩაესვათ ვერტმფრენში და არ გადმოეყვანათ?

ალექსანდრე წულაძე: განათლება ქვეყნის მომავალს ქმნის და მე მჯერა, რომ ჩვენი თავდადებით, შრომით, პასუხისმგებლობითა და სწორი სვლით შევძლებთ უზრუნველვყოთ საქართველოს უკეთესი მომავალი


