ირაკლი ღარიბაშვილი: ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ნათელი ხსოვნის წინაშე – ეს იყო მძიმე განსაცდელი, რამაც 400-ზე მეტი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა

ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ნათელი ხსოვნის წინაშე – ეს იყო მძიმე განსაცდელი, რამაც 400-ზე მეტი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდის სასაფლაოზე განაცხადა, სადაც მთავრობის წევრებთან ერთად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
„მინდა ჩემი სამძიმარი გამოვუცხადო ჩვენს დაღუპულ გმირებს, მათ ოჯახებს. ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ნათელი ხსოვნის წინაშე. მათ ოჯახებს მინდა გამოვუცხადო ჩვენი ღრმა სამძიმარი. ჩვენი გმირები გმირულად შეეწირნენ ამ ომს. ეს იყო საშინელი ტრაგედია, რომელიც თავს დაატყდა ჩვენს ქვეყანასა და ხალხს. ეს იყო მძიმე განსაცდელი, რამაც 400-ზე მეტი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. 2000-ზე მეტი კი დაიჭრა. ძალიან მძიმე შედეგები მივიღეთ ამ ომით. 150-ზე მეტი დასახლებული პუნქტი იქნა ოკუპირებული. დამატებით დავკარგეთ კოდორის ხეობა. ამ ომმა მოიტანა უკანონო ოკუპაცია და ჩვენი ძირძველი ტერიტორიების დროებით ოკუპაცია, ე.წ. აღიარება, რამაც ძალიან მძიმე შედეგები მოუტანა ჩვენს ქვეყანას“, – აღნიშნა პრემიერმა.
რუსეთ-საქართველოს ომიდან 15 წელი გავიდა. 400-ზე მეტი დაღუპული, 2000-მდე დაჭრილი და იძულებით გადაადგილებული 130 000 ადამიანი – ეს რუსული აგრესიის შედეგია.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი სწორი, შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკით მივაღწევთ ქვეყნის გამთლიანებას. ეს არის ჩვენი საერთო მიზანი, საერთო დიდი ოცნება და ეს უნდა იყოს ეროვნული მიზანი

ირაკლი ღარიბაშვილი: წარმოვიდგინოთ, რომ დღეს საქართველოში იყოს ომი. ჩვენი ლამაზი ქვეყანა გადაიქცევა პოლიგონად. ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება. ეს არის რეალური საფრთხე, რომელიც მინდა ყველამ კარგად გაიაზროს


