მთამსვლელებმა აფხაზეთის ე.წ. დროშა ელბრუსზე აიტანეს

მთამსვლელებმა ალხას მარკოლიამ, არსოუმ და საიდ ხაშბებმა კავკასიონზე მდებარე ელბრუსის მწვერვალი დალაშქრეს და აფხაზეთი ე.წ. დროშა აღმართეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. შესაბამის ვიდეოს კი ალჰას მარკოლია ავრცელებს.
ზღვის დონიდან 5642 მეტრზე ასვლა, მთამსვლელებმა ე.წ. „ხალხთა სამამულო ომში გამარჯვების 30 წლისთავს მიუძღვნეს“.




