აფხაზეთის ე.წ. პრეზოდენტი “რეზიდენციის”გვირაბიდან გააპარეს

ასლან ბჟანია ე.წ. პრეზიდენტის სასახლიდან ფარულად წაიყვანეს. ინფორმაცია აფხაზურ ტელეგრამ არხ „რესპუბლიკაზე“ ვრცელდება.
„სანამ მისი დაცვის უფროსმა ხალხის ყურადღება გააფანტა და მოლაპარაკება დაიწყო, ბჟანიას დაცვის წევრებმა ის მიწისქვეშა გადასასვლელიდან მანქანით გადაიყვანეს.
ამ დროისთვის ის ვლადისლავ სურკოვის მამულში დაცვის ქვეშ იმყოფება. მოსკოვიდან და სტამბოლიდან კონსულტაციების შემდეგ ბჟანიამ გადაწყვიტა საკამათო კანონპროექტის პარლამენტიდან გატანა და პარლამენტის დათხოვნა. მოსალოდნელია მისი გადადგომა და ვადამდელი არჩევნების გამოცხადება. შესაძლოა ბჟანიამ ვერტმფრენით დატოვოს აფხაზეთი.
მის ასაყვანად სოჭიდან ორი შვეულმფრენი ჩამოვიდა, რომლებიც საიდუმლო ადგილას იმყოფებიან და ელოდებიან შესაძლო ევაკუაციას.” ნათქვამია აფხაზურ ტელეგრამ არხ „“ „რესპუბლიკას” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




