რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებულია

მოსკოვი შეშფოთებულია აფხაზეთში ვითარების განვითარებით, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
მან აღნიშნა, რომ ოპოზიციის მიერ პროვოცირებული კრიზისული ვითარება, რომელმაც ,,ხელისუფლებასთან” უთანხმოება დიალოგის გზით ვერ გადაჭრა, აფერხებს „რესპუბლიკის” განვითარებას.
„კერძოდ, აშკარაა, რომ დღევანდელი სცენარი საერთოდ არ უწყობს ხელს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური აღმავლობისთვის. რუსეთი, აფხაზეთის შიდა პროცესებში ჩარევის გარეშე, იმედოვნებს, რომ შექმნილი ვითარება მოგვარდება მხოლოდ მშვიდობიანი პოლიტიკური გზით“, – ნათქვამია კომენტარში.




