ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, შოვში უკვე 11 გარდაცვლილია ნაპოვნი

შოვში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განუცხადა. მან გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
„ძალიან მძიმე ტრაგედია დატრიალდა რაჭაში. ვუსამძიმრებ [გარდაცვლილთა] ოჯახის წევრებს, ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს. მაქსიმალურად მიახლოებული ვიყავი და ძალიან მძიმეა ის, რაც ადგილზე, ეპიცენტრში ვნახე. არის ძალიან დიდი სტიქია ამ რეგიონისთვის. სამწუხაროდ, უკვე 11 გარდაცვლილია ნაპოვნი, ეძებენ 25 ადამიანს“, – განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, გარდაცვლილთა ნაწილი უკვე იდენტიფიცირებულია.
მსგავსი სიახლეები

თემურ მღებრიშვილი: დღეს საღამოდან უკვე შეგვეძლება იდენტიფიკაციის მიზნით მივიყვანოთ ადამიანები პროზექტურაში, სადაც უკვე გადასვენებულია 11-ვე ცხედარი

პრემიერი: ჩვენი მმართველობის პერიოდში, 11 წელიწადში ქვეყნის ეკონომიკა გასამმაგდა – ასეთი ტემპით ზრდის შემთხვევაში, უკვე 2027 წლისთვის პროგნოზირებულია ნომინალური მშპ-ს 108 მილიარდ ლარამდე გაზრდა


